bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 9
Acts 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 10 →
1
სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ მუქარითა და სიკვდილით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა
2
და სთხოვა წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე, კაცებს თუ ქალებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში.
3
გზად მიმავალი, როდესაც დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად კაშკაშა ნათელმა მოიცვა ციდან,
4
დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“
5
მან თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი უთხრა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
6
ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“
7
კაცები კი, რომლებიც თან ახლდნენ მას, დამუნჯებულები იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
8
წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელჩაკიდებული შეიყვანეს დამასკოში.
9
სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა.
10
იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“
11
და უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი, იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი,
12
და იხილა ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაადო მას, რათა თვალი აეხილოს.“
13
მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
14
და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“
15
უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.
16
ხოლო მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელისთვის.“
17
წავიდა ანანია და შევიდა იმ სახლში, დაადო მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე მომავალს, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“
18
უცებ, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა.
19
და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მოწაფეებთან რამდენიმე დღეს.
20
და მალევე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის ღმერთის ძეა.
21
გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის არის, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“
22
სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
23
განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად.
24
ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რათა მოეკლათ იგი.
25
მაგრამ მოწაფებმა ღამით აიყვანეს იგი და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
26
იერუსალიმში მისული ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
27
მაშინ ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა მან გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
28
და იყო ის მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით.
29
ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველებს, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
30
როდესაც შეიტყვეს ეს ძმებმა, ჩაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში.
31
ამგვარად, ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
32
ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ.
33
ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დამბლადაცემული იწვა სარეცელზე.
34
და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექი და თავად გაასწორე სარეცელი!“ და მაშინვე წამოდგა.
35
და ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ.
36
იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა.
37
იმ დღეებში ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.
38
ლიდა ახლოს იყო იაფოსთან და მოწაფეებმა რომ შეიტყვეს, რომ პეტრე იქ იყო, გაუგზავნეს ორი კაცი სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა.
39
ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როდესაც მივიდა, აიყვანეს ზედა ოთახში და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ პერანგებსა და მოსასხამებს, რომლებსაც ქურციკი ამზადებდა, სანამ მათთან იყო.
40
პეტრემ გაუშვა ყველანი გარეთ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
41
მან ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
42
ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
43
და ერთ ხანს დარჩა ის იაფოში ვინმე სიმონ მეტყავესთან.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28