bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 18
Acts 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 19 →
1
ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და წავიდა კორინთოში,
2
და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და პრისკა, მისი ცოლი, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, რადგან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გაეძევებინათ, და მივიდა მათთან.
3
და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა პავლე მათთან და შრომობდა, რადგან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
4
ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
5
ხოლო როდესაც სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მთლიანად მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ იესო არის ქრისტე.
6
როდესაც შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, მოსასხამი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენი სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“
7
დატოვა იქაურობა და შევიდა ერთი ღვთისმოსავის, სახელად ტიტუს იუსტოსის სახლში სინაგოგის გვერდით.
8
კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი. და კორინთელთაგან მრავალმა, როდესაც მოისმინეს, ირწმუნეს და მოინათლნენ.
9
უთხრა უფალმა ღამით ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე, და ნუ დადუმდები,
10
რადგან მე ვარ შენთან და ვერავინ შეძლებს, რომ გავნოს რაიმე, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“
11
და დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს და ასწავლიდა მათ შორის ღმერთის სიტყვას.
12
ხოლო როდესაც აქაიის პროკონსული გალიონი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში
13
და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“
14
როდესაც პავლემ პირის გაღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის, იუდეველებო,
15
მაგრამ როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს, ვიყო ამის მსაჯული.“
16
და გაყარა ისინი სამსჯავროდან.
17
მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენე და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ეს ამბები არ ადარდებდა.
18
პავლემ, კარგა ხანი რომ დაჰყო კორინთოში, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ პრისკასთან და აკვილასთან ერთად. კენქრეაში მან თავი გაიპარსა, რადგან აღთქმა ჰქონდა მიცემული.
19
ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ელაპარაკა იუდეველებს.
20
ხოლო როდესაც მათ სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო, არ დათანხმდა,
21
არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან.
22
და ჩავიდა კესარიაში, ავიდა ნაპირზე, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა.
23
და ერთხანს დარჩა იქ და წავიდა, რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
24
ერთი იუდეველი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი, მივიდა ეფესოს. ის ძლიერი იყო წერილებში
25
და განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26
მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად განუმარტეს უფლის გზა.
27
ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და დიდად ეხმარებოდა მორწმუნეებს – მადლის მეშვეობით,
28
რადგან იგი თავგამოდებით ამხილებდა იუდეველებს და საჯაროდ ადასტურებდა წერილებიდან, რომ ქრისტე არის იესო.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28