bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 6
Acts 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 7 →
1
იმ დღეებში, როდესაც მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა, ბერძნულად მოლაპარაკეებმა დაიწყეს ჩივილი ებრაელთა წინააღმდეგ, რომ მათი ქვრივების უგულებელყოფა ხდებოდა ყოველდღიური მომსახურებისას.
2
მაშინ თორმეტმა მოიწვია ყველა მოწაფე და უთხრა: „არ შეგვშვენის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
3
ამოირჩიეთ, ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი და ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე.
4
ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.“
5
ყველას მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, და ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენა და ნიკოლოზი – ანტიოქიელი რჯულშეცვლილი.
6
წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.
7
და ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში. მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
8
სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.
9
ადგნენ ზოგიერთები ეგრეთწოდებულ ლიბერტინელთა (ანუ განთავისუფლებულთა) სინაგოგიდან, კვირინელები და ალექსანდრიელები, ზოგიერთებიც კილიკიიდან და ასიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს,
10
მაგრამ ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
11
მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღმერთის საგმობ სიტყვებს.“
12
ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. და მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს.
13
წარადგინეს ცრუმოწმენი, რომლებმაც თქვეს: „ეს კაცი განუწყვეტლივ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობს.
14
რადგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა, ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცა.“
15
და მიაპყრო მას მზერა ყველამ, სინედრიონში მსხდომმა, და იხილეს მისი სახე, როგორც ანგელოზისა.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28