bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 14
Acts 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 15 →
1
იგივე მოხდა იკონიაში, როდესაც ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.
2
ხოლო ურწმუნო იუდეველები აღძრავდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ.
3
თუმცა ისინი კარგა ხანს აგრძელებდნენ დაუფარავად ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს მათი ხელით.
4
გაიყო ხალხი ქალაქში: ზოგი იუდეველებს მიემხრო, ზოგი – მოციქულებს.
5
როდესაც იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად შეეცადნენ, რომ დაეთრგუნათ და ჩაექოლათ ისინი,
6
მათ შეიტყვეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში: ლისტრასა და დერბეში და მათ შემოგარენში,
7
და იქ ახარებდნენ.
8
ერთი ვიღაც კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლისტრაში, დედის მუცლიდანვე ხეიბარი იყო და არასოდეს გაევლო.
9
ის ისმენდა პავლეს საუბარს. როდესაც პავლემ მიაპყრო მას მზერა, დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა.
10
უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფალი იესო ქრისტეს სახელით: დადექი ფეხზე გამართულად!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.
11
ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს ლუკაონიურად. თქვეს: „ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენ.“
12
და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს – ჰერმესი, რაკი ის იყო სიტყვის წინამძღოლი.
13
ხოლო ზევსის ქურუმმა, რომლის ტაძარი ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები, მოიტანა ყვავილწნულები და ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას აპირებდა.
14
ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ყვირილით ხალხში შეცვივდნენ და თქვეს:
15
„ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია;
16
რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერები, რომ თავისი გზებით ევლოთ.
17
თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დრო-ჟამს, გვასაზრდოებდა და სიხარულით გვივსებდა გულებს.“
18
ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
19
მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქის გარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.
20
როდესაც მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა პავლე და შევიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.
21
უქადაგეს სახარება ამ ქალაქს და მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში.
22
და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო.
23
ხელი დაადეს უხუცესებს თითოეულ მათ ეკლესიაში და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
24
და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში.
25
და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში.
26
იქიდან გაცურეს ანტიოქიაში, სადაც ღმერთის მადლი მიეცათ მათ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.
27
მივიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა, და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.
28
და დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28