bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 21
Acts 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 22 →
1
როდესაც მათ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსში, და იქიდან – პატარაში.
2
ვიპოვეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით მასზე და გავცურეთ.
3
კვიპროსი რომ გამოჩნდა და მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, რადგან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.
4
მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს დავყავით იქ. ისინი სულის მიერ ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5
იმ დღეებმა რომ ჩაიარეს, გამოვედით და გავწიეთ. მას შემდეგ, რაც ყველამ ცოლშვილითურთ ქალაქის გარეთ გაგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ,
6
ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.
7
ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით და ამით დავასრულეთ ცურვა. მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან.
8
მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთი შვიდთაგანის, ფილიპე მახარებლის, სახლში და დავრჩით მასთან.
9
მას ჰყავდა ოთხი გაუთხოვარი ქალიშვილი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ.
10
მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.
11
მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს გადასცემენ ხელში.“
12
ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
13
მაშინ მოგვიგო პავლემ: „რას სჩადით, მოთქვამთ და გულს მიტეხთ? არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალი იესოს სახელისათვის.“
14
რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავმშვიდდით და ვუთხარით: „იყოს უფლის ნება!“
15
იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს.
16
თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს სტუმრად მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან.
17
იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18
მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს, და ყველა უხუცესიც იქ მოვიდა.
19
მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით.
20
ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
21
შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.
22
მაშ, რა იქნება? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ.
23
ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
24
წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე ხარჯი, რათა თავი გაიპარსონ, და ყველას ეცოდინება, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ მისდევ და იცავ რჯულს.
25
ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ მივწერეთ ჩვენი განჩინება, რომ მოერიდონ ნაკერპავს, სისხლს, გაგუდულს და მრუშობას.“
26
მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და გამოაცხადა განწმედის დღეების დასრულება, როდესაც თითოეული მათგანისათვის შესაწირავი უნდა შეწირულიყო.
27
როდესაც იწურებოდა შვიდი დღე, ასიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
28
ყვიროდნენ: „ისრაელელნო კაცნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას ყველგან ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ ასწავლის. ახლა ბერძნებიც კი შემოიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“
29
რადგან პავლესთან ერთად უნახავთ ქალაქში ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, რომ მან ის შეიყვანა ტაძარში.
30
შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი. შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი.
31
როდესაც მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, რომ ამბოხდა მთელი იერუსალიმი.
32
მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, შეწყვიტეს პავლეს ცემა.
33
მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ. და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო?
34
ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა.
35
როდესაც კიბეებთან მივიდნენ, ჯარისკაცებს მისი ზემოთ აყვანა მოუხდათ ბრბოს მოწოლის გამო,
36
რადგან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“
37
ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება რაღაც გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი?
38
შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და 4 ათასი მკვლელი უდაბნოში გაიყვანა?“
39
თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსიდან, არცთუ უცნობი ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ხალხთან დამალაპარაკო.“
40
და ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როდესაც სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულ ენაზე მიმართა და თქვა:
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28