bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 27
Acts 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 28 →
1
როდესაც გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს სებასტიელთა რაზმის ასისთავს, სახელად იულიუსს.
2
ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც ასიის სანაპიროებთან უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან ერთად იყო არისტარქე მაკედონიელი თესალონიკედან.
3
მეორე დღეს ჩავედით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.
4
იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
5
განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლიკიის მირაში.
6
იქ მონახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
7
მრავალ დღეს ნელა მივცურავდით და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და არახელსაყრელი ქარის გამო შევეფარეთ კრეტეს, სალმონეს მხრიდან.
8
წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასია.
9
რაკი კარგა ხანი გავიდა და ნაოსნობა სახიფათო ხდებოდა, ხოლო განწმენდის დღე უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ
10
და უთხრა: „ხალხნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დიდად საზარალო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“
11
მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12
რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკეში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
13
როდესაც ზომიერმა სამხრეთის ქარმა დაუბერა, იფიქრეს, რომ მიზანს მიაღწიეს (ხელსაყრელი დრო დაუდგათ), ამოსწიეს ღუზა და გაცურეს კრეტეს გასწვრივ.
14
მაგრამ სულ მალე ამოვარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისად წოდებული ქარბორბალა
15
და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ გაუმკლავდა ქარს და ჩვენ, ტალღებს მინებებულნი, მივექანებოდით.
16
ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კაუდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება.
17
რომ ამოათრიეს, ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისის ქვიშიან სანაპიროზე არ აღმოვჩნდეთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
18
რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა.
19
მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
20
მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და ქარიშხალი ოდნავადაც არ დამცხრალა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
21
დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „ხალხნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, ავიცდენდით ამ ზიანსა და ზარალს.
22
ახლა კი მოგიწოდებთ, გამხნევდეთ. არც ერთი სული არ დაიღუპება თქვენგან, მხოლოდ – ხომალდი,
23
რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღმერთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
24
და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და, აჰა, ღმერთმა მოგმადლა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’
25
ამიტომ გამხნევდით, ხალხნო, რადგან მე მწამს ღმერთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა.
26
რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“
27
მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ ხმელეთს უახლოვდებოდნენ.
28
გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა 20 მხარი. მცირედ გაცურეს და კიდევ გაზომეს, და 15 მხარი აღმოჩნდა.
29
შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ გავრიყულიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ.
30
ხოლო როდესაც მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავი ზღვაში ჩაუშვეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდან ღუზების ჩაშვება უნდოდათ,
31
უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: „თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, თქვენ ვერ გადარჩებით.“
32
მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს ნავის ბაგირები და ნავი ზღვას წააღებინეს.
33
სანამ გათენდებოდა, პავლე მოუწოდებდა ყველას, საკვები მიეღოთ. უთხრა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი მიგიღიათ.
34
ამიტომ მოგიწოდებთ, მიიღოთ საკვები. ეს თქვენს გადასარჩენად არის საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“
35
ეს თქვა და აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა.
36
ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები.
37
ხომალდზე სულ 276 სული ვიყავით.
38
რომ დაპურდნენ, ხორბალი ზღვაში გადაყარეს, ხომალდის შესამსუბუქებლად.
39
როდესაც გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ფერდობიანი ყურე შენიშნეს. გადაწყვიტეს, თუკი შეძლებდნენ, ხომალდი იქ მიეყენებინათ.
40
მოხსნეს ღუზები და ჩაუშვეს ზღვაში. იმავე დროს, მოუშვეს საჭის თოკები. აღმართეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისაკენ აიღეს გეზი.
41
მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი ძლიერი ტალღებისაგან ილეწებოდა.
42
ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
43
მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველნი გადაშვებულიყვნენ და გასულიყვნენ ხმელეთზე,
44
დანარჩენებიც – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28