bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 20
Acts 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 21 →
1
ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა და მაკედონიისკენ გასწია.
2
ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი გაამხნევა სიტყვით, ელადაში მივიდა,
3
სადაც სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო.
4
თან ახლდნენ მას ასიამდე ბერიელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქე და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, ასიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე.
5
ისინი დაწინაურდნენ და ტროაში გველოდნენ.
6
ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდი დღე დავყავით.
7
იმავე ერთშაბათს, როდესაც მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე ესაუბრებოდა მათ და რაკი მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა.
8
ზედა სათულზე, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილი, ბევრი ლამპარი იყო.
9
ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიქე, რომელიც ფანჯარაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს საუბარი გაუგრძელდა, ძილმა წაიღო და ძილმორეული მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
10
ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, რადგან სული მისი მასთანვეა.“
11
ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, ვიდრე არ გათენდა; და წავიდა.
12
ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და დიდად ინუგეშეს.
13
ჩვენ კი წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასოსში, საიდანაც პავლეს აყვანა გვსურდა ხომალდზე. ასე ჰქონდა ნაბრძანები, რადგან თავად ფეხით უნდოდა სიარული.
14
როდესაც ჩვენ შეგვხვდა ასოსში, ავიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში.
15
იქიდან გავცურეთ და მეორე დღეს დავდექით ქიოსის პირდაპირ, მომდევნო დღეს მივადექით სამოსს, გავჩერდით ტროგილიუმში და ერთი დღის შემდეგ მივედით მილეტში.
16
პავლემ არჩია ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო ასიაში, რადგან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო.
17
მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები.
18
როდესაც მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა ასიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი.
19
ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომლებიც შემამთხვიეს იუდეველთა შეთქმულებებმა.
20
არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლიდან სახლში.
21
ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღმერთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
22
და, აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და, რა შემემთხვევა იქ, არ ვიცი.
23
მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის.
24
მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალი იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღმერთის მადლის სახარება.
25
აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღმერთის სასუფეველს.
26
ამიტომ გიმოწმებთ თქვენ დღევანდელ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან.
27
რადგან არ დამიტოვებია გაუცხადებელი თქვენთვის ღმერთის ყოველი ნება.
28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველადაც სულიწმიდამ დაგადგინათ, რათა მწყემსავდეთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
29
მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოვლენ სასტიკი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30
და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები თავისკენ გადაიბირონ.
31
ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით შევაგონებდი თითოეულ თქვენგანს.
32
ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა განწმედილთან ერთად.
33
არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
34
თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.
35
ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, როგორც თავად თქვა: ‘გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.’“
36
ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
37
მაშინ დიდი ტირილი იყო მათ შორის, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და ჰკოცნიდნენ.
38
უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთ ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28