bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 26
Acts 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 27 →
1
აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა, დაიწყო თავის დაცვა და თქვა:
2
„ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპა, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე ბრალდებული ვარ იუდეველთა მიერ.
3
მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადაო საკითხების მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ, სულგრძელად მომისმინო.
4
ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ერში გავატარე, იერუსალიმში.
5
ისინი კარგა ხანია მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით ვცხოვრობდი.
6
და ახლა ვდგავარ განსასჯელად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთისგან მიეცა ჩვენს მამებს,
7
რომლის მიღწევაც ეიმედება ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ თავგამოდებით რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ!
8
რატომ უნდა ითვლებოდეს დაუჯერებელად თქვენ შორის, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
9
თავად მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,
10
და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი;
11
ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვსჯიდი მათ და ვაიძულებდი, დაეგმოთ რწმენა და მათ მიმართ მეტისმეტად გამძვინვარებული, უცხო ქალაქებშიც კი ვდევნიდი.
12
ამისთვის მივეშურებოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით.
13
შუადღისას გზაზე ვიხილე, მეფევ, ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელმაც მოგვიცვა მე და ჩემი თანამგზავრები.
14
ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება წვეტიანი კეტის დაწიხვლა.’
15
მე ვთქვი: ‘ვინ ხარ შენ, უფალო?’ უფალმა თქვა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
16
მაგრამ წამოდექი და დადექ ფეხზე, რადგან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
17
რათა ამოგარჩიო ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ
18
მათი თვალების ასახელად და მოსაქცევად ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღმერთისაკენ, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’
19
ამიტომ, მეფე აგრიპა, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას,
20
არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და მთელ იუდეის ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი, რათა მოენანიებინათ და ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ და სინანულის ღირსი საქმეები გაეკეთებინათ.
21
ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
22
მაგრამ, ღმერთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ და ვუმოწმებ მცირესა და დიდს, რომ არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, თუ რა მოხდება:
23
რომ ქრისტე ევნება და მკვდართაგან პირველი აღდგება, რათა ნათელი აუწყოს ამ ხალხსა და წარმართებს.“
24
ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „შეშლილხარ, პავლე! დიდმა განსწავლულობამ შეგშალა შენ!“
25
პავლემ კი უპასუხა: „მე არა ვარ შეშლილი, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტ და კეთილგონიერ სიტყვებს წარმოვთქვამ,
26
რადგან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს ხომ სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.
27
წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა? ვიცი, რომ გწამს.“
28
აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“
29
პავლემ კი უთხრა: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“
30
ეს რომ თქვა, მეფე და გამგებელი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოდგნენ,
31
განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო.
32
ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრისთვის რომ არ მიემართა.“
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28