bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 10
Acts 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 11 →
1
იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიუსი, იტალიურად წოდებული რაზმის ასისთავი.
2
კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის მთელს თავის სახლთან ერთად, მოწყალებას უხვად გასცემდა ხალხისათვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის წინაშე.
3
და ასე, დღის მეცხრე საათზე, იხილა მან ჩვენებაში ცხადად ღმერთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიუს!“
4
მიაპყრო მას მზერა და შეშინებულმა თქვა: „რა არის, უფალო?“ უთხრა მას: „შენი ლოცვები და მოწყალებანი აღვიდა ღმერთის წინაშე და გაგიხსენა შენ.
5
ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება.
6
იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომლის სახლი ზღვის პირას დგას.“
7
როცა გაშორდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ სახლეულს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა,
8
უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
9
მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი.
10
მოშივდა და ჭამა მოუნდა. და ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი
11
და იხილა გახსნილი ცა და გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ჩამოკიდებული ეშვებოდა მიწაზე.
12
მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
13
და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“
14
პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“
15
მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.“
16
ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა.
17
და როდესაც პეტრე საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, – კორნელიუსის გამოგზავნილი კაცები უკვე ჭიშკართან იდგნენ, მათ კითხვით მიეგნოთ სიმონის სახლისათვის,
18
დაიძახეს და იკითხეს: „აქ ხომ არ არის სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“
19
ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ.
20
ახლა ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. არ იყოყმანო, რადგან მე მოვავლინე ისინი.“
21
ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „აჰა, მე ვარ, ვისაც ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“
22
მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და შენგან მოისმინოს სიტყვები.“
23
მაშინ მიიწვია ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და წავიდა მათთან ერთად. ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა მას.
24
მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიუსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და უახლოესი მეგობრები.
25
როდესაც შედიოდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26
პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“
27
და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ.
28
უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და სტუმრობა უცხოთესლთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთ ადამიანზე არ მეთქვა შებილწული ან უწმიდური.
29
ამიტომაც, როდესაც მომიხმეს, დაუბრკოლებლად მოვედი. ამიტომ გეკითხებით, რა საქმეზე დამიძახეთ?“
30
კორნელიუსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, სწორედ ამ დროს, მეცხრე საათზე, ჩემს სახლში ვლოცულობდი. და, აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით
31
და თქვა: ‘კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღმერთის წინაშე.
32
ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. მეტყავე სიმონის სახლში დგას, ზღვის პირას.’
33
მაშინვე გამოვაგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღმერთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“
34
გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35
არამედ ყოველ ერში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
36
მან მოუვლინა ისრაელის შვილებს სიტყვა და ახარა მშვიდობა იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი.
37
თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე.
38
როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. როგორ დადიოდა, სიკეთეს იქმოდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან დათრგუნულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
39
ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე ჩამოკიდებით.
40
ხოლო ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი,
41
არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
42
მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და დავუმოწმოთ, რომ ის არის ღმერთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული.
43
მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.“
44
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
45
მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
46
რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ:
47
„ვის შეუძლია წყლით ნათლისცემა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღო სულიწმიდა?“
48
და უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28