bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 13
Acts 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 14 →
1
იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმეონი, ნიგერად წოდებული, ლუკიოს კვირინელი და მანაენი, ტეტრარქ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2
როდესაც ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“
3
მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს.
4
ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გაცურეს კვიპროსზე.
5
სალამისში ყოფნისას ღმერთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად.
6
როდესაც მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, გრძნეული, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარ-იესო,
7
რომელიც იყო პროკონსულ სერგი პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს და სურდა მოესმინა ღმერთის სიტყვა.
8
წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი, (რადგან ასე ითარგმნება მისი სახელი) და ცდილობდა რწმენიდან გადაეცდინა პროკონსული.
9
ხოლო სავლე, რომელსაც პავლეც ჰქვია, აღივსო სულიწმიდით და მიაპყრო მას მზერა
10
და უთხრა: „ო, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველი მანკიერებით აღვსილო, ეშმაკის ნაშიერო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11
აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი და დაბრმავდები, ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას სიბნელე და წყვდიადი, და აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
12
როდესაც პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
13
პაფოსიდან გამგზავრებული პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14
მათ კი განაგრძეს გზა პერგედან და მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ.
15
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის მთავრებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „ძმებო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“
16
ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „ისრაელელო კაცნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17
ისრაელის ხალხის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში ხიზნობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18
და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
19
და მოსპო შვიდი ერი ქანაანის ქვეყანაში და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა
20
ასე, 450 წლით. ამის შემდეგ აძლევდა მათ მსაჯულებს სამუელ წინასწარმეტყველამდე.
21
მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, 40 წლის მანძილზე.
22
მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუყენა მათ დავითი, ვისზეც თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სათნო კაცი, რომელიც შეასრულებს ყოვლ ჩემს ნებას.’
23
მისი ნაშიერისაგან ღმერთმა, აღთქმისამებრ, აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.
24
მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა ისრაელის მთელ ხალხს სინანულის ნათლისღებას.
25
როდესაც ამთავრებდა იოანე სარბიელს, თქვა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ ის, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხთაგან სანდლების შეხსნის ღირსიც არა ვარ.’
26
კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთის მოშიშნო თქვენს შორის, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
27
რადგან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, მისი დასჯით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება.
28
და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალი ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29
და როდესაც აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, გარდამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში.
30
ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი.
31
მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.
32
ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა მამებს, შეგვისრულა ჩვენ, მათ შვილებს, და აღგვიდგინა იესო.
33
როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ‘შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.’
34
რადგან მან აღადგინა იგი მკვდრეთით, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას. ასე თქვა: ‘მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,’
35
ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘არ მისცემ ხრწნილებას შენს წმიდას.’
36
მაგრამ დავითმა, რომელიც ღმერთის ნებით ემსახურა თავის თაობას, განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
37
ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
38
ცნობილი იყოს თქვენთვის, ძმებო, რომ გეუწყებათ თქვენ მის მიერ ცოდვების მიტევება. ყველაფრისგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება,
39
მისით მართლდება ყველა მორწმუნე.
40
გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული:
41
‘იხილეთ, შეურაცხმყოფელნო, და განცვიფრდით და გაქრით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“
42
როდესაც იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43
კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი აედევნა პავლეს და ბარნაბას. ისინიც ესაუბრებოდნენ მათ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღმერთის მადლში.
44
მომდევნო შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღმერთის სიტყვის მოსასმენად.
45
როდესაც იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ და უარყოფდნენ პავლეს ნათქვამს და შეურაცხყოფდნენ.
46
მაშინ ბარნაბამ და პავლემ დაუფარავად თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღმერთის სიტყვა. რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ.
47
რადგან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად დედამიწის კიდემდე.’“
48
ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული.
49
და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელ ქვეყანაზე.
50
ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, აღძრეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან.
51
მათ კი ჩამოიბერტყეს ფეხთაგან მტვერი მათზე სამოწმებლად და წავიდნენ იკონიაში.
52
ხოლო მოწაფეები ივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28