bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 7
Acts 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 8 →
1
უთხრა მღვდელმთავარმა: „ნამდვილად ასეა?“
2
მან თქვა: „ძმებო და მამებო, ისმინეთ! დიდების ღმერთი გამოეცხადა ჩვენს მამას, აბრაამს, შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას:
3
‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’
4
მაშინ გამოვიდა ის ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5
და ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მიუცია მისთვის იქ სამკვიდროდ. მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა ამ ადგილს სამფლობელოდ მას და მის შთამომავლებს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შვილიც არ ჰყავდა.
6
და ასე აუწყა მას ღმერთმა, რომ მისი ნაშიერი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და დაჩაგრავდნენ ოთხას წელიწადს.
7
‘იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვსჯი,’ – თქვა ღმერთმა, – ‘და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და თაყვანსა მცემენ ამ ადგილას.’
8
და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. და ამგვარად შვა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისააკმა – იაკობი, იაკობმა – 12 მამამთავარი.
9
მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
10
იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირისგან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამგებლად.
11
მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს.
12
ხოლო როდესაც იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში პური არის, გაგზავნა ჩვენი მამები პირველად;
13
მეორედ მისვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავის ძმებს თავი და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
14
გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი გვარი, 75 სული.
15
და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში. და გარდაიცვალა იგი, და ჩვენი მამებიც.
16
გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ჰამორის ძეთაგან.
17
და როდესაც ახლოვდებოდა აღთქმის ჟამი, ღმერთი რომ შეჰპირდა აბრაამს, იმატა ხალხმა ეგვიპტეში და გამრავლდა,
18
ვიდრე არ აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც იოსებს არ იცნობდა.
19
ის ჩვენი მოდგმის წინააღმდეგ ბოროტად იქცეოდა, აიძულებდა ჩვენს მამებს, გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
20
ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღმერთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
21
ხოლო როდესაც გადააგდეს, აიყვანა ის ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა.
22
განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით.
23
40 წელი რომ შეუსრულდა, გულით მოუნდა თავისი ძმების, ისრაელის შვილების, მონახულება.
24
და როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ მათგანს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა დაჩაგრულს, შური იძია და განგმირა ეგვიპტელი.
25
ეგონა, მიხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით აპირებდა მათ ხსნას, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
26
მეორე დღეს მოევლინა მათ, როდესაც ჩხუბობდნენ, მოინდომა მათი დაზავება და უთხრა: ‘კაცნო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?’
27
მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ‘ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28
ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?’
29
გაიქცა მოსე ამ სიტყვებზე და გახდა ხიზანი მიდიამის ქვეყანაში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
30
და როდესაც შესრულდა 40 წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში ანგელოზი ალმოდებული მაყვლოვანიდან.
31
მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვით. მიუახლოვდა, რომ დაკვირვებოდა, და იყო უფლის ხმა:
32
‘მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა.’ შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა შეხედვა.
33
უთხრა მას უფალმა: ‘გაიძვრე სანდლები ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.
34
მე ვხედავ ჩემი ხალხის გასაჭირს ეგვიპტეში და მესმის მისი გმინვა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ შენ ეგვიპტეში.’
35
ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ‘ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულად?’ ის, ვინც ღმერთმა მთავრად და მხსნელად მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა.
36
მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში 40 წელი.
37
ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის შვილებს: ‘წინასწარმეტყველს, ისეთს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენ ძმათაგან. მას უსმინეთ!’
38
ეს არის ის, ვინც ხალხის კრებულთან ერთად უდაბნოში იყო და ვისაც ანგელოზი ელაპარაკებოდა სინაის მთაზე ჩვენი მამებისათვის; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები ჩვენთვის გადმოსაცემად;
39
ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთ გულებში ეგვიპტისკენ მიიქცნენ.
40
უთხრეს აარონს: ‘გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა, არ ვიცით, რა დაემართა.’
41
და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და ხარობდნენ თავიანთი ხელის ქმნილებით.
42
ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს გადასცა ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში წერია: ‘განა მოგქონდა ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, ისრაელის სახლო?
43
დაატარებდით მოლოქის კარავს და თქვენი ღმერთის, რეფანის, ვარსკვლავს და გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.’
44
მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგორც დაუწესა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახით, რომელიც იხილა.
45
მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე.
46
მან ჰპოვა მადლი ღმერთის წინაშე და ლოცულობდა, რომ იაკობის ღმერთისთვის სავანე ეპოვა.
47
სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48
მაგრამ უზენაესი არ მკვიდრობს ხელთქმნილში, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49
‘ცა ტახტია ჩემი და დედამიწა – ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი,’ – ამბობს უფალი, – ‘როგორ სახლს ამიგებთ მე ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი?
50
განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’
51
ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.
52
რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს მართალის მოსვლის წინასწარ მაუწყებელნი, იმისი, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,
53
თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განწესებით და არ დაიცავით იგი.“
54
ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს უღრჭიალებდნენ მას.
55
მან კი, სულიწმიდით აღვსილმა, ახედა ცას და დაინახა ღმერთის დიდება და ღმერთის მარჯვენით მდგარი იესო.
56
და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღმერთის მარჯვნივ მდგომს.“
57
მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ.
58
გაათრიეს ქალაქის გარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფეხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
59
და რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული!“
60
მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28