bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 4
Acts 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 5 →
1
როდესაც ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის უფროსი და სადუკეველნი,
2
გაბრაზებულნი იმის გამო, რომ ისინი ასწავლიდნენ ხალხს და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.
3
და დაადეს მათ ხელი და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, რადგან უკვე საღამო იყო.
4
ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა. და მათმა რიცხვმა 5 ათასამდე მიაღწია.
5
მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები,
6
და მღვდელმთვარი ანნა და კაიაფა, და იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვებიც მღვდელმთავრის მოდგმიდან.
7
შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“
8
მაშინ პეტრემ, სულიწმიდით აღვსილმა, უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო,
9
თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი,
10
ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტეს, ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით.
11
ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მშენებლებმა, და ქვაკუთხედად იქცა.
12
სხვაში არავისშია ხსნა, და არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“
13
როდესაც დაინახეს პეტრესა და იოანეს ასეთი სიმტკიცე და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. იცოდნენ კი, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ.
14
ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ.
15
უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში დაიწყეს თათბირი.
16
თქვეს: „რა ვუყოთ ამ ადამიანებს? მათ მიერ რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამის უარყოფა არ შეგვიძლია.
17
მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ არავის აღარ დაელაპარაკონ ამ სახელით.“
18
დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
19
მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, განა მართებულია ღმერთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს?
20
ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“
21
ხოლო ისინი დაემუქრნენ მათ და გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის.
22
რადგან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა ეს განკურნების სასწაული.
23
ისინი კი, როდესაც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რა უთხრეს მათ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა.
24
მათ რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს და თქვეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;
25
რომელმაც ჩვენი მამის – შენი მსახურის, დავითის – ბაგეს ათქმევინე სულიწმიდით: ‘რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას?
26
აღდგნენ დედამიწის მეფენი და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.’
27
რადგან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,
28
რომ ექნათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ.
29
ახლა კი, შეხედე, უფალო, მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი სიმტკიცით ილაპარაკონ შენი სიტყვა,
30
როდესაც გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად და ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“
31
და როდესაც ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც იყვნენ შეკრებილნი. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და მტკიცედ ამბობდნენ ღმერთის სიტყვას.
32
ყველა მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა და თავის ქონებას არავინ თავისად არ თვლიდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
33
დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.
34
არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვისაც ყანები ან სახლები ჰქონდა, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა
35
და დებდა მოციქულთა ფეხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა ესჭიროებოდა.
36
ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,
37
გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფეხთით დადო.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28