bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 12
Acts 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 13 →
1
იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთი წევრის საზიანოდ,
2
და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
3
და როდასაც დაინახა, რომ ეს ეამათ იუდეველებს, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.
4
შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში. უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ის ხალხის წინაშე.
5
პეტრე დამწყვდეული იყო საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6
და როდესაც მის გამოყვანას აპირებდა ჰეროდე, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს.
7
და, აჰა, უფლის ანგელოზი დადგა მის წინაშე და ნათელი გაბრწყინდა სენაკში. მან ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი, დროზე!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
8
უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. და უთხრა მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“
9
და გავიდა და გაჰყვა მას, და არ იცოდა, რომ რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, ეგონა, რომ ჩვენებას ხედავდა.
10
გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭეს, რომელიც თავისთავად გაიღო მათ წინაშე და გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა, და ანგელოზი მყისვე განშორდა მას.
11
გონს რომ მოვიდა, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“
12
გამოფხიზლებული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13
ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, გამოსაპასუხებლად გამოვიდა ერთი მოახლე, სახელად როდე,
14
იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ კარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა კართან.
15
მათ უთხრეს: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა, რომ ასე იყო. მათ თქვეს: „ეს მისი ანგელოზია.“
16
პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როდესაც გაუღეს, დაინახეს და განცვიფრდნენ.
17
ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ და გავიდა და სხვა ადგილისკენ გაემართა.
18
დღე რომ დადგა, ჯარისკაცებში დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე.
19
როდესაც ჰეროდემ დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა, დაკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასასჯელად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
20
ჰეროდე გულმოსული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად ეახლნენ მას, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, რადგან მათი მხარე მისი სამეფოსგან საზრდოობდა.
21
დანიშნულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო სამოსი, დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და მიმართა მათ.
22
ხალხი კი ყვიროდა: „ეს ღმერთის ხმაა და არა კაცისა!“
23
და უეცრად დასცა იგი უფლის ანგელოზმა, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა განუტევა სული.
24
უფლის სიტყვა კი მრავლდებოდა და ვრცელდებოდა.
25
როდესაც ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური, გამობრუნდნენ იერუსალიმიდან და თან წამოიყოლეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28