bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 25
Acts 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 26 →
1
სამთავროში მისვლიდან სამი დღის შემდეგ ფესტოსი კესარიიდან იერუსალიმში ავიდა.
2
აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და შეევედრნენ,
3
სთხოვდნენ წყალობა მოეღო და გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.
4
მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ გაემგზავრება.
5
უთხრა მან: „ახლა, ვინც არიან თქვენში გავლენიანები, წამომყვნენ და თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდონ.“
6
დაჰყო მათ შორის ათი თუ რვა დღე და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.
7
როდესაც ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი და ბევრი და მძიმე ბრალი წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შეძლეს.
8
პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ არაფერი შემიცოდავს.“
9
ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გსურს იერუსალიმში ასვლა, რომ იქ გასამართლდე ჩემს წინაშე?“
10
უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი გასამართლება. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, შენც კარგად იცი.
11
თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ არაფრისთვის მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ გადამცეს. კეისარს მივმართავ.“
12
მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისარს მიმართე და კეისართან წახვალ.“
13
რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხად.
14
და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია აქ, ფელიქსმა დატოვა პატიმრად,
15
ვისზეც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა და განაჩენს მოითხოვდნენ მის წინააღმდეგ.
16
მე ვუპასუხე მათ, რომ რომაელებს არა აქვთ წესად სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.
17
და როცა ისინი აქ შეიკრიბნენ, დრო არ დამიკარგავს და მეორე დღესვე დავჯექი სამსჯავროს ტახტზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა.
18
ბრალმდებლებმა, მის ირგვლივ რომ იდგნენ, ვერც ერთი მძიმე ბრალი ვერ წაუყენეს, როგორც მოველოდი.
19
რაღაც სადაო ჰქონდათ სარწმუნოებისა და ვიღაც გარდაცვლილი იესოს გამო, ვისზეც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.
20
ამ სადაო საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვკითხე მას, ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ გასამართლებულიყო ამისთვის?
21
მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის მიერ განაჩენის გამოტანამდე ყოფილიყო დაცული, მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“
22
აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: „მეც მინდა იმ კაცის მოსმენა.“ მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“
23
მეორე დღეს, როდესაც მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.
24
და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპა, და ყველა აქ დამსწრე კაცებო, თქვენ ხედავთ მას, ვის გამოც მთელი იუდეველი ხალხი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც და ყვიროდნენ: მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო.
25
მაგრამ მე ვცანი, რომ მას სასიკვდილო არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ კეისარს მიმართა, გადავწყვიტე მისი გაგზავნა.
26
დამაჯერებელი არაფერი მაქვს მის შესახებ, რომ მივწერო კეისარს. ამიტომ მოვიყვანე თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპა, რათა გამოძიების შემდეგ მისაწერი მქონდეს.
27
ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28