bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 3
Acts 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 4 →
1
ლოცვის ჟამს, ასე მეცხრე საათზე, ადიოდნენ პეტრე და იოანე ტაძარში.
2
და მოიყვანეს ერთი კაცი, დედის მუცლიდანვე ხეიბარი, ხელით სატარებელი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ მას ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა.
3
როდესაც დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.
4
პეტრემ და იოანემ შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“
5
და ის მიაცქერდა მათ მოლოდინით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან.
6
უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და გაიარე!“
7
მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა. უცბად გაუმაგრდა მას ფეხები და კოჭები,
8
წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.
9
მთელი ხალხი ხედავდა მას, რომ დადიოდა და ღმერთს ადიდებდა.
10
იცნეს იგი, რომ ეს ის კაცი იყო, ტაძრის „მშვენიერ“ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად რომ იჯდა ხოლმე. და აღივსნენ ისინი შიშით და განცვიფრებით იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11
იგი არ შორდებოდა პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი კი გაოცებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში (როგორც მას ეწოდება).
12
დაინახა პეტრემ და მიმართა ხალხს: „ისრაელელნო კაცნო, რად გიკვირთ ეს? ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული?
13
აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როდესაც მან გადაწყვიტა მისი გათავისუფლება.
14
თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის.
15
სიცოცხლის წინამძღვარი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16
მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ.
17
ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ და თქვენმა მთავრებმა უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
19
მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები,
20
რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ თქვენთვის განწესებული ქრისტე იესო,
21
რომელიც ზეცამ უნდა დაიფაროს ყოველთა აღდგინებამდე, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
22
რადგან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. ისმინეთ მისგან ყველაფერი, რასაც გეტყვით.
23
და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, აღიგვება ხალხიდან.’
24
ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან და მას აქეთ, ვინც კი ლაპარაკობდა ღმერთის სახელით, წინასწარ იუწყებოდა ამ დღეებზე.
25
თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: ‘კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის!’
26
როდესაც ღმერთმა აღადგინა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოიქცეს თითოეული თავის უკეთურებათაგან.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28