bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 22
Acts 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 23 →
1
„ძმებო და მამებო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება ახლა თქვენს წინაშე.“
2
როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულ ენაზე მიმართავდა მათ, კიდევ უფრო დაწყნარდნენ. და თქვა:
3
„მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული. ამ ქალაქში გამალიელის ფეხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღმერთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.
4
სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეს გადავცემდი კაცებს და ქალებს,
5
როგორც მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა შებორკილნი იერუსალიმში დასასჯელად.
6
მოხდა ისე, რომ როდესაც მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან.
7
დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’
8
მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’
9
ჩემთან მყოფები ნათელს ხედავდნენ, მაგრამ იმის ხმა არ ესმოდათ, ვინც მელაპარაკებოდა.
10
ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს ნაბრძანები.’
11
რაკი იმ ნათლის ბრწყინვალების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მივედი დამასკოში.
12
ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი,
13
მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ წამსავე დავინახე იგი.
14
ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი და ისმინო ხმა მისი ბაგეებიდან.
15
რადგან შენ იქნები მისთვის მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის შესახებ, რაც ნახე და მოისმინე.
16
ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’
17
როდესაც იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, გარინდებაში ჩავვარდი.
18
და დავინახე იგი, რომელმაც მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, რადგან არ შეიწყნარებენ შენს მოწმობას ჩემზე.’
19
მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე ვატუსაღებდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.
20
როდესაც შენი მოწამის, სტეფანეს, სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’
21
მან მითხრა: ‘წადი, რადგან შორს მიგავლენ მე შენ წარმართებთან.’“
22
ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი დედამიწის ზურგიდან, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!“
23
როდესაც ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ,
24
ათასისთავმა ბრძანა, ბანაკში შეეყვანათ იგი და შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რა მიზეზია, ასე რომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ.
25
როდესაც ღვედებით გასამათრახებლად განართხეს, უთხრა პავლემ იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად ამათრახებთ რომის მოქალაქეს?“
26
ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა: „რას აპირებ? რომის მოქალაქე ყოფილა ეს კაცი.“
27
მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომის მოქალაქე ხარ?“ მიუგო: „დიახ.“
28
მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი ფულით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი დავიბადე მასში.“
29
მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდა. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როდესაც გაიგო, რომ იგი რომის მოქალაქე იყო, მან კი შეაბორკინა იგი.
30
მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და წარუდგინა მათ.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28