bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 11
Acts 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 12 →
1
გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღმერთის სიტყვა.
2
და როდესაც ავიდა პეტრე იერუსალიმში, უსაყვედურეს მას წინადაცვეთილებმა,
3
და ეუბნებოდნენ: „წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამე.“
4
დაუწყო მათ პეტრემ განმარტება თანმიმდევრობით:
5
„მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოსავით, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან და ჩემამდე მოაღწია.
6
შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი.
7
და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’
8
ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი შებილწული და უწმიდური არ შესულა.’
9
მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ უწმინდურად.’
10
ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა.
11
და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი.
12
მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში.
13
მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომი ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.
14
ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’
15
და როდესაც ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
16
გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: ‘იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებით.’
17
თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“
18
ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ და ადიდეს ღმერთი, და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“
19
ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნისაგან გაფანტულები მივიდნენ ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე და ებრაელების გარდა არავის უქადაგებდნენ სიტყვას.
20
იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირინელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ესაუბრებოდნენ ბერძნულად მოლაპარაკეებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.
21
და იყო უფლის ხელი მათთან, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ.
22
მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში.
23
როდესაც მივიდა და იხილა ღმერთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში;
24
რადგან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღვსილი. და დიდძალი ხალხი შეემატა უფალს.
25
წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა.
26
და მოხდა ისე, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
27
იმ დღეებში იყო, რომ მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში.
28
წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, და იწინასწარმეტყველა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.
29
ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ.
30
ასეც მოიქცნენ: გაუგზავნეს შეკრებილი უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28