bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 28
Acts 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
1
როდესაც უკვე გადარჩენილები ვიყავით, მაშინღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მალტა ერქვა.
2
კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
3
პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
4
კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი უეჭველად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“
5
მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ არაფერი ვნებია.
6
ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცებ მკვდარი დაეცემოდა. დიდხანს ელოდნენ და როცა დაინახეს, რომ არაფერი უჩვეულო არ შემთხვევია, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ეს ღმერთიაო.
7
იმ არემარეში კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, მიწები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
8
პუბლიუსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაადო და განიკურნა იგი.
9
ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რაიმე სენი სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.
10
მათ დიდი პატივი მოგვაგეს და გამგზავრებისას საგზლით მოგვამარაგეს.
11
სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა.
12
სირაკუზაში ჩავედით და იქ სამ დღეს დავყავით.
13
იქიდან ავუშვით ღუზა და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პოტეოლისში მივედით,
14
სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ. და ასე მივედით რომში.
15
იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის ფორუმამდე და სამ-დუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა.
16
როდესაც რომში მივედით, პავლეს უფლება მიეცა, თავისთვის ცალკე ეცხოვრა მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17
სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როდესაც შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „ძმებო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და მაინც დამატუსაღეს იერუსალიმში და რომაელების ხელთ გადამცეს.
18
მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, რადგან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა.
19
მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრისთვის მიმემართა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ერისათვის რაიმე ბრალი დამედო.
20
ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი დადებული.“
21
მათ უთხრეს: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი.
22
ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“
23
დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში. დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სასუფეველზე და არწმუნებდა იესოს შესახებ მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან.
24
ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს.
25
რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ ესაია წინასწარმეტყველის პირით თქვენს მამებს:
26
‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27
რადგან დაეხშო ამ ხალხს გული და ყურებით მძიმედ ესმით, და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.’
28
ამრიგად, იცოდეთ, რომ ღმერთის ხსნა მოევლინა წარმართებს და ისინი მოისმენენ კიდეც.“
29
ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში.
30
პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
31
ქადაგებდა ღმერთის სასუფეველს და სრული სითამამით, დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალი იესო ქრისტეს შესახებ.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28