bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 17
Acts 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 18 →
1
გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2
ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათი ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან.
3
უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ „ეს ქრისტე არის იესო, რომელსაც მე გახარებთ თქვენ.“
4
ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალმა ღვთის მოშიშმა ბერძენმა, ასევე ბევრმა დიდგვაროვანმა ქალმა.
5
გამწარდნენ იუდეველები და შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრის მოედნიდან, შეყარეს ბრბო და აღაშფოთეს ქალაქი. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე.
6
ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „ქვეყნის ამრევებმა აქაც მოაღწიეს!
7
იასონმა შეიფარა ისინი. ესენი კეისრის ბრძანებებს ეურჩებიან და სხვას აცხადებენ მეფედ – იესოს.“
8
ასე აღაშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს.
9
მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი.
10
ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბერიაში, სადაც ისინი ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
11
ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.
12
ბევრმა მათგანმა ირწმუნა, მათ შორის არამცირედმა წარჩინებულმა ბერძენმა ქალმა და კაცმა.
13
როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბერიაშიც იქადაგებოდა პავლეს მიერ ღმერთის სიტყვა, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და აღაშფოთეს ხალხი.
14
მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე, რათა ზღვამდე მისულიყო, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15
გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს და, როდესაც დავალება მიიღეს სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე შეერთებოდნენ მას, გაბრუნდნენ.
16
ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17
ესაუბრებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვინც ყოველდღე მოედანზე იმყოფებოდნენ.
18
ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა მას. ერთნი ამბობდნენ: „რისი თქმა სურს ამ მოლაყბეს?“ სხვანი: „ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებს“ – რაკი იესოს და აღდგომას ახარებდა მათ.
19
ხელი მოჰკიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: „შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20
რადგან რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“
21
ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარაში ან მოსმენაში.
22
დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „ათენელნო კაცნო, გატყობთ, რომ ძალზე ღვთისმოშიშნი ხართ ყოველმხრივ,
23
რადგან, როდესაც გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს.’ მეც მას გიქადაგებთ, რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24
ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, ვინც არის უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,
25
არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, ის თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26
ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები,
27
რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან.
28
რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: რადგან ჩვენ მისი მოდგმა ვართ.
29
და რაკი ღმერთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ანდა ხატს, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით შექმნილს.
30
მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ.
31
რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ყველას მისცა მოწმობა, როდესაც იგი მკვდრეთით აღადგინა.“
32
მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: „ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთ.“
33
ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34
ზოგიერთნი მიემხრნენ მას და ირწმუნეს – მათ შორის დიონისე არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და მათთან ერთად სხვებმაც.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28