bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 23
Acts 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 24 →
1
პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „ძმებო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქობდი ღმერთის წინაშე.“
2
მღვდელმთავარმა ანანიამ თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, სახეში ეცემათ მისთვის.
3
მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! ზიხარ აქ, რომ კანონით განმსაჯო და უკანონოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“
4
იქ მდგომებმა თქვეს: „ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?“
5
თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“
6
პავლემ იცოდა, რომ ერთ მხარეს სადუკეველნი იყვნენ, და მეორეზე კი ფარისეველნი და დაიძახა სინედრიონში: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვისჯები.“
7
ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული,
8
რადგან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც.
9
და ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ეგებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას. ღმერთს ნუ ვებრძვით!“
10
ხოლო რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ არ გაეგლიჯათ პავლე და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ.
11
მეორე ღამეს უფალი დადგა მასთან და უთხრა: „გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს მოწმობა.“
12
დღე რომ დადგა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და ერთმანეთს შეჰფიცეს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ.
13
ორმოცზე მეტნი იყვნენ, ვინც შეითქვნენ.
14
მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ.
15
ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ დაწვრილებით გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“
16
შეიტყო პავლეს დისწულმა ეს ვერაგობა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს.
17
პავლემ დაუძახა ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: „ეს ყმაწვილი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“
18
მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ყმაწვილი შენთან მომეყვანა, რაღაც სათქმელი აქვს შენთვის.“
19
ხელი მოჰკიდა მას ათასისთავმა, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“
20
მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ, რომ ხვალ ჩაიყვანო პავლე სინედრიონში, ვითომ მათ სურდეთ დაწვრილებით გამოიკვლიონ მისი საქმე.
21
შენ ნუ დაუჯერებ მათ, რადგან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებული არიან და შენს ბრძანებას ელიან.“
22
მაშინ ათასისთავმა გაუშვა ყმაწვილი და უბრძანა: „არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინე.“
23
გამოიძახა ორი ასისთავთაგან და უთხრა: „მოამზადეთ 200 ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, 70 ცხენოსანი და 200 შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის,
24
მიეცით სახედრები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“
25
და მისწერა ამგვარი წერილი:
26
„კლავდიუს ლისია უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე!
27
ეს კაცი შეპყრობილი ჰყავდათ იუდეველებს და სიკვდილი მოელოდა მათგან. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როდესაც გავიგე, რომ რომის მოქალაქეა.
28
მინდოდა გამეგო მიზეზი და მივიყვანე მათ სინედრიონში.
29
გავიგე, რომ თავიანთი რჯულის სადაო საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინა.
30
როდესაც ცნობილი შეიქნა ჩემთვის, რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშეც წაუყენონ ბრალი.“
31
ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში.
32
მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ.
33
მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და გამგებელს გადასცეს წერილი, წარუდგინეს მას პავლე.
34
წაიკითხა და ჰკითხა, თუ რომელი მხარიდან იყო. როდესაც შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო,
35
თქვა: „მოგისმენ, როდესაც შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა, ჰეროდესეულ სასახლეში დაეკავებინათ.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28