bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 2
Acts 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 3 →
1
ორმოცდამეათე დღე რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას.
2
და უეცრად შეიქნა ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი.
3
და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე.
4
და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5
ხოლო იერუსალიმში მკვიდრობდნენ ღმერთის მოშიში იუდეველნი, ცისქვეშეთის ყველა ერთაგან.
6
და როდესაც ეს ხმაური შეიქნა, ბევრმა მოიყარა თავი და გაოცდნენ, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მათ საკუთარ ენაზე.
7
ყველა გაოგნებული იყო და უკვირდა, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8
როგორ გვესმის თითოეულს ჩვენს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით:
9
პართებსა და მიდიელებს, ელამელთ და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოს და ასიის მკვიდრთ,
10
ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეს ლიბიისა და რომის მოქალაქეებს,
11
იუდეველთ და რჯულშეცვლილთ, კრეტელთ და არაბებს, და ვუსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღმერთის დიად საქმეებზე.“
12
გაოგნებული იყო ყველა და საგონებელში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რას ნიშნავს ეს?“
13
სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, ტკბილი ღვინით დამთვრალანო.
14
ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომმა პეტრემ ხმა აღიმაღლა და მიმართა მათ: „იუდეველნო და თქვენ ყველა, ვინც იერუსალიმის მკვიდრნი ხართ, ისმინეთ ეს და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს:
15
არ არიან ესენი მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან დღის მესამე საათია.
16
მაგრამ ესაა ის, რაც ითქვა იოელ წინასწარმეტყველის მიერ:
17
‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – გადმოვღვრი ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკები ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18
ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
19
ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ღრუბლებს.
20
მზე წყვდიადად გადაიქცევა და მთვარე სისხლად, სანამ არ დადგება უფლის გამოცხადების დიადი დღე.
21
და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’
22
ისრაელელო კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, ღმერთისაგან დამოწმებული თქვენთვის ძალებით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მის მიერ თქვენს შორის, როგორც თავადვე იცით, –
23
ღმერთის განგებით და წინასწარცოდნით გადაცემული, ის თქვენ ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით.
24
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეუხსნა რა სიკვდილის ბორკილები და სიკვდილმა ვერ შეძლო მისი შეკავება.
25
რადგან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
26
ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს.
27
რადგან არ მიატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად.
28
შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა, სიხარულით აღმავსებ შენს წინაშე.’
29
კაცნო, ძმანო, სარწმუნოდ გეტყვით მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი.
30
მაგრამ რაკი წინასწარმეტყველი იყო, იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე.
31
მან წინასწარხედვით ილაპარაკა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ იქნა ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება.
32
ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.
33
ამგვარად, ღმერთის მარჯვენით ამაღლებულმა მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ.
34
დავითი არ ამაღლებულა ზეცად, რადგან თავად ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ,
35
ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’
36
ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“
37
ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, ძმებო?“
38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39
რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულსაც, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.“
40
და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: „იხსენით თავი ამ გარყვნილი თაობისაგან.“
41
და ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა. იმ დღეს შეემატა 3 ათასამდე სული.
42
და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.
43
ყოველი სული შიშით იყო მოცული, რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45
ქონებას და სარჩო-საბადებელს ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა ესაჭიროებოდა.
46
დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით.
47
აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითი დღე შესძენდა ეკლესიას მათ, ვინც ჰპოვა ხსნა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28