bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 8
Acts 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 9 →
1
სავლე მათ შორის იყო, ვინც მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულთა გარდა ყველა გაიფანტა იუდეისა და სამარიის მხარეებში.
2
დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს.
3
სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები, და საპყრობილეში ყრიდა მათ.
4
ხოლო გაფანტულები დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
5
ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
6
ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა ფილიპეს, უსმენდა მის სიტყვებს და ხედავდა ნიშნებს, რომელთაც ახდენდა იგი.
7
უწმიდური სულები ბევრი შეპყრობილისაგან ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ, მრავალი დამბლადაცემული და ხეიბარი იკურნებოდა.
8
და დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში.
9
ცხოვრობდა ადრიდანვე იმ ქალაქში ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ჯადოქრობით აოცებდა სამარიელ ხალხს და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.
10
ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ღმერთის ძალაა, დიდად წოდებული.“
11
ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოცებდა მათ ჯადოქრობით.
12
როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ კაცებიც და ქალებიც.
13
თავად სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და ჩადენილ დიდ სასწაულებსა და ძალებს რომ ხედავდა, გაოცებული იყო.
14
გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღმერთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
15
რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.
16
რადგან მანამდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალი იესოს სახელით.
17
მაშინ დაადეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
18
როდესაც დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ
19
და თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“
20
პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენთან იყოს შენს დასაღუპად, რადგან ღმერთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე.
21
არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმერთის წინაშე.
22
მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა,
23
რადგან მწარე შურითა და ცოდვით შებორკილს გხედავ.“
24
მიუგო სიმონმა და უთხრა მათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არ მეწიოს თქვენი ნათქვამი.“
25
ხოლო როდესაც დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გაბრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
26
უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის.“ (უკაცრიელია იგი.)
27
ადგა და წავიდა. და, აჰა, კაცი, ეთიოპელი საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში,
28
უკან ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდარი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
29
უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“
30
მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“
31
მან უთხრა: „როგორ შევძლებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
32
წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით წაიყვანეს დასაკლავად და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ დაუძრავს მასაც ბაგე.
33
დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმომავლობას? რადგან მისი სიცოცხალე აღიგავა დედამიწისაგან.“
34
მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“
35
გახსნა ფილიპემ ბაგე და დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.
36
როდესაც გზად გაემართნენ, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?“
37
უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მან მიუგო და უთხრა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა.“
38
და უბრძანა, გაეჩერებინა ეტლი და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი.
39
ხოლო როდესაც წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. და გახარებული გაემართა თავის გზაზე.
40
ფილიპე კი აღმოჩნდა აზოტში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28