bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 15
Acts 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 16 →
1
ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: „თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებით.“
2
და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან.
3
ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ.
4
იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიღებულ იქნენ ეკლესიის, მოციქულებისა და უხუცესების მიერ. და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან.
5
წამოდგნენ ზოგიერთი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა წინადაიცვითონ და ებრძანოთ, დაიცვან მოსეს რჯული.
6
შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად.
7
ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ადგა პეტრე და უთხრა მათ: „ძმებო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
8
გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
9
განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როდესაც რწმენით განწმიდა მათი გულები.
10
ახლა რატომ სცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?
11
მაგრამ გვჯერა, რომ უფალი იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“
12
ყველანი დუმილით უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათ მიერ წარმართებს შორის.
13
მათი დადუმების შემდეგ დაიწყო იაკობმა და თქვა: „ძმებო, მომისმინეთ:
14
სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის.
15
ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია:
16
‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ სახლს; დანგრეულს აღვადგენ და კვლავ აღვმართავ,
17
რათა ეძიონ დანარჩენმა ადამიანებმაც უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმაც, – ასე ამბობს უფალი, მოქმედი ყოველივესი,
18
რაც ძველთაგანვეა ცნობილი.’
19
ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავამძიმოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვმერთისკენ არიან მოქცეულნი,
20
არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, გაგუდულ პირუტყვს და სისხლს.
21
რადგან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“
22
მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში გასაგზავნად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა (რომელსაც ბარსაბა ეწოდა) და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის.
23
დაწერეს თავიანთი ხელით: „ჩვენ, მოციქულები, უხუცესები და ძმები მოგიკითხავთ და გახარებთ ძმებს ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულთ.
24
რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აგაფორიაქეს თავიანთი სიტყვებით და სული აგიშფოთეს, – რადგან გითხრეს, რაც ჩვენ არ დაგვივალებია,
25
ერთსულოვნად გადავწყვიტეთ კაცების არჩევა თქვენთან გამოსაგზავნად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,
26
ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
27
ამიტომ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად.
28
მოიწონა სულიწმიდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
29
ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, გაგუდულს და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“
30
წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი.
31
როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
32
იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს.
33
დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და შემდეგ მშვიდობით გაისტუმრეს ძმებმა მათ მომავლინებლებთან.
34
ხოლო სილამ ამჯობინა იქვე დარჩენა.
35
პავლე და ბარნაბა შეყოვნდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას.
36
რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „გავბრუნდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“
37
ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, მარკოზად წოდებული.
38
პავლეს სწორად არ მიაჩნდა მისი წაყვანა, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე.
39
შეიქნა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსამდე გაცურეს.
40
ხოლო პავლემ აირჩია სილა და უფლის მადლს მინდობილი გაემგზავრა ძმათაგან.
41
და დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28