bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 19
Acts 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 20 →
1
კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა მთიანი მხარეები, ჩავიდა ეფესოში და ნახა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2
ჰკითხა მათ: „მიიღეთ სულიწმიდა, როდესაც ირწმუნეთ?“ მათ უპასუხეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“
3
უთხრა: „აბა, რითი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“
4
თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა სინანულის ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“
5
ეს რომ მოისმინეს, მოინათლნენ უფალი იესოს სახელით.
6
როდესაც პავლემ დაადო მათ ხელები, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.
7
სულ თორმეტიოდე კაცი იყო.
8
პავლე შედიოდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღმერთის სასუფევლის შესახებ.
9
ხოლო, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და გმობდნენ უფლის გზას ხალხის წინაშე, განუდგა მათ, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ასწავლიდა და მსჯელობდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.
10
ამან გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ ასიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც იუდეველები, ისე ბერძნები.
11
ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12
ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და სტოვებდა მათ სნეულებები, და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან.
13
შეეცადა ზოგიერთი იუდეველი მოხეტიალე შემლოცველი უფალი იესოს სახელის ხსენებას ბოროტი სულით შეპყრობილზე, ამბობდნენ: „გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.“
14
ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი.
15
მიუგო ბოროტმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი. თქვენ ვიღა ხართ?“
16
და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.
17
ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალი იესოს სახელი.
18
ბევრი, ვინც ირწმუნა, მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19
ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და 50 ათასი ვერცხლისა აღმოჩნდა.
20
ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა სიტყვა უფლის ძალით.
21
როდესაც ეს ყველაფერი აღსრულდა, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომის მონახულება მმართებს.“
22
გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი დამხმარე: ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი ერთხანს ასიაში დარჩა.
23
იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო.
24
იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს აძლევდა ხელოსნებს.
25
შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „ხალხნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობას ემყარება ჩვენი კეთილდღეობა.
26
ხომ ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ პავლემ ამდენი ხალხი დაარწმუნა და შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელით შექმნილნი არ არიანო ღმერთები.
27
ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი საქმიანობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის, ტაძარიც არაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი ასია და მსოფლიო.“
28
ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და მორთეს ყვირილი: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
29
მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. ერთიანად მიაწყდნენ თეატრონს, შეიპყრეს გაიოსი და არისტარქე მაკედონიელნი – პავლეს თანამგზავრები.
30
პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს.
31
ასევე ასიის ზოგიერთმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს, არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32
ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – სხვას, რადგან კრებული აშფოთებული იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის შეიყარნენ.
33
და როდესაც იუდეველებმა წინ წამოსწიეს ალექსანდრე, ზოგიერთი ხალხიდან არიგებდა მას, რა ეთქვა. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, რომ უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე.
34
მაგრამ როდესაც შეიტყვეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
35
ბოლოს ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელნო კაცნო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი დიდი არტემისისა და ცითმოვლენილი ქანდაკის მცველია?
36
და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.
37
მოგიყვანიათ ეს კაცები, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები.
38
თუ დემეტრეს და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ, იმართება სამსჯავროს შეკრებები და არიან პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს.
39
ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ საკრებულოში გადაწყდება.
40
საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ არეულობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრებული დაითხოვა.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28