bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 1
2 Chronicles 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 2 →
1
განმტკიცდა სოლომონი, დავითის ძე, თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.
2
და მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებსა და მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.
3
და გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გიბეონშია, რადგან იქ იყო სადღესასწაულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში.
4
ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადმოტანილი იმ ადგილას, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში დადგა მისი კარავი.
5
აგრეთვე ბრინჯაოს სამსხვერპლო, ბეცალელმა, ხურის ძის ურის ძემ რომ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. და მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.
6
და იქ სოლომონმა უფლის წინაშე, ბრინჯაოს სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარვის წინ რომ არის, ათასი სრულადდასაწველი აღავლინა.
7
იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.“
8
და უთხრა სოლომონმა ღმერთს: „დიდად სწყალობდი მამაჩემს, დავითს, მის ნაცვლად კი მე გამამეფე.
9
უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი, რაკიღა ქვიშასავით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე.
10
ბარემ სიბრძნე და ცოდნაც მომეცი, რომ შევდიოდე და გამოვდიოდე ხალხის წინაშე, რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი ესოდენ მრავალრიცხოვანი?“
11
და უთხრა უფალმა სოლომონს: „რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული, და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე,
12
გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. და ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს.“
13
გიბეონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში საკრებულო კარვიდან და მეფობდა ისრაელზე.
14
და თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს, ჰყავდა 1400 ეტლი და 12 ათასი ცხენოსანი. და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
15
ოქრო-ვერცხლი ქვიშასავით ეყარა იერუსალიმში, ხოლო კედარი – სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ იზრდება.
16
სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო ამოყვანილი. მეფის ვაჭრები კევეში ყიდულობდნენ ფულით.
17
ეტლები 600 ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – 150 ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36