bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 34
2 Chronicles 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 35 →
1
რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა და 31 წელიწადი იმეფა იერუსალიმში.
2
სწორედ იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც – მარცხნივ.
3
თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი რომ იყო, ძიება დაუწყო დავითის, მამამისის, ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას მაღლობებისაგან და აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისაგან.
4
მის წინაშე დაანგრიეს ბაყალების სამსხვერპლოები. აჩეხა სამზეო სვეტები, მათ ზემოთ რომ იყო აღმართული, დალეწა აშერები და გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპები მტვრად აქცია და იმათ სამარხებს გადააყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ მათ.
5
მათსავე სამსხვერპლოზე დაწვა მათი ქურუმების ძვლები და გაწმიდა იუდა და იერუსალიმი.
6
მანაშეს, ეფრემისა და სიმეონის ქალაქებში, ნაფთალიმდე, ირგვლივ მათ ნაოხარებში
7
დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა სამზეო სვეტები მთელს ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმში დაბრუნდა.
8
თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმინდა, უფლის, თავისი ღმერთის, სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიას ძე, ქალაქის თავი მაყასეია და მწერალი იოახ იოახაზის ძე.
9
მივიდნენ ხილკია მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მანაშეს, ეფრემის, სხვა ისრალიანების, მთელი იუდასა და ბენიამინის ხელიდან და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
10
ხელში ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ისინი აძლევდნენ მას სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში მუშაობდნენ მის შეკეთებასა და გამაგრებაზე.
11
ისინი კი ურიგებდნენ ხუროებსა და მშენებლებს, რათა ეყიდათ გათლილი ქვები და მორები კოჭებისთვის და სახლების გადასახურავად, იუდას მეფეებმა რომ დაანგრიეს.
12
ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ იახათი და ყობადიაჰუ – ლევიანები მერარიანთაგან, ზაქარია და მეშულამი – კოჰათიანთაგან, და ლევიანები, ყველანი, ვინც საკრავების დაკვრაში იყვნენ გაწაფულნი.
13
მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები.
14
როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკია მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა.
15
უთხრა ხილკიამ შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ და ჩააბარა ხილკიამ წიგნი შაფან მწერალს.
16
შაფან მწერალმა მეფეს წაუღო წიგნი, თან ამბავი მიუტანა და უთხრა: „ყველაფერს აკეთებენ შენი მსახურნი, რაც დავალებული აქვთ.
17
გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს.“
18
ამბავი მიუტანა შაფან მწერალმა მეფეს და უთხრა: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიამ.“ და წაიკითხა მეფის წინაშე.
19
როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, სამოსელი შემოიხია.
20
და უბრძანა მეფემ ხილკიას, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს:
21
„წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში და იუდაში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვეს ჩვენმა მამებმა უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.“
22
წავიდნენ ხილკია და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, სამოსლის მცველისა (ქალი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე.
23
უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგაგზავნათ:
24
ასე ამბობს-თქო უფალი: ‘აჰა, უბედურებას დავატეხ იმ ადგილს, მის მკვიდრებს კი – იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს.
25
რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასარისხებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება იმ ადგილზე და აღარ დაცხრება.
26
იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოგაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე:
27
რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარე, – ამბობს უფალი. –
28
აჰა, მოგასვენებ შენს მამებთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხო.’“ მიუტანეს მეფეს სიტყვა.
29
დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდასა და იერუსალიმის უხუცესობა.
30
ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.
31
დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად.
32
დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმსა და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამების ღმერთის, აღთქმის თანახმად.
33
განაგდო იოშიამ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეყნიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. თავის დღეში აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36