bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 26
2 Chronicles 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 27 →
1
და გამოიყვანა მთელმა იუდამ ყუზია, 16 წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციას, ნაცვლად გაამეფა.
2
მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას, მას შემდეგ, რაც განისვენა მეფე ამაციამ თავის მამებთან.
3
16 წლისა გამეფდა ყუზია და 52 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.
4
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი, იქცეოდა,
5
და ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვებში განბრძნობილი. ვიდრე ეძიებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას.
6
და გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. და დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები, და ქალაქები გააშენა აშდოდსა და ფილისტიმში.
7
ღმერთი შეეწეოდა ყუზიას ფილისტიმელების, გურ-ბაყალში მცხოვრები არაბებისა და მეყუნელთა წინააღმდეგ.
8
ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიას და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი.
9
და ააგო ყუზიამ გოდოლნი იერუსალიმში კუთხის კარიბჭის თავზე და ველის კარიბჭეზე და კუთხეში, და გაამაგრა ისინი.
10
და ააგო გოდოლნი უდაბნოშიც და მრავალი ჭა ამოთხარა, რადგან ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა დაბლობებსა და ვაკეებზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო.
11
ყუზიას მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასეია ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით.
12
მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო 2 600.
13
მათ ხელში იყო 307 500 კაცისგან შემდგარი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
14
და დაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები.
15
და ააწყო იერუსალიმში გონიერი ოსტატების მიერ მოფიქრებული მანქანები, რომ დაედგათ გოდლებსა და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საოცრად შეეწეოდა უფალი, ვიდრე გაძლიერდებოდა,
16
და, როცა გაძლიერდა, გაამპარტავნდა და თავის დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.
17
და მიჰყვა უკან მღვდელი ყაზარია და მასთან ერთად უფლის მღვდლები – 80 მაგარი ვაჟკაცი.
18
ისინი წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონის ძეთ, რომელნიც მკვმევლებად არიან ნაკურთხი. გამოდი საწმიდრიდან, რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისაგან.“
19
და განრისხდა ყუზია, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად. და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
20
და მიიხედეს მისკენ ყაზარია მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას.
21
სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია, და ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. და იოთამი, მისი ძე, განაგებდა მეფის სახლს და განიკითხავდა ქვეყნის ერს.
22
ყუზიას დანარჩენი ამბები – პირველნი და უკასკნელნი – აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ.
23
და განისვენა ყუზიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი მამების გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი, გამეფდა.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36