bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 22
2 Chronicles 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 23 →
1
და გაამეფეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად ახაზია, მისი უმცროსი ძე, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა ამოხოცეს. და გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის, ძე.
2
42 წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღათალია, ყომრის ასული.
3
ახაზიაც ახაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა უღმერთოების კეთებას.
4
ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ახაბის სახლის მსგავსად, რადგან, მისდა საუბედუროდ, მამამისის სიკვდილის შემდეგ მისი მრჩეველნი ისინი იყვნენ.
5
იგი მათი რჩევით გაჰყვა იორამ ახაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფე ხაზაელთან საომრად გალაადის რამოთში. და დაჭრეს არამელებმა იორამი.
6
და მობრუნდა ის, რომ იზრეყელში მოეშუშებინა ჭრილობები, რაც რამაში მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
7
იორამთან მისვლა ღვთისაგან იყო ახაზიას დასაღუპად: რადგან მისვლისთანავე იორამთან ერთად გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძის წინააღმდეგ, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად.
8
როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულები, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და ყველანი დახოცა.
9
და მოაძებნინა ახაზიაც და შეიპყრეს იგი სამარიაში სადაც იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. და მოკლეს ის და დამარხეს, რადგან თქვეს: „შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს.“ აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
10
რადგან ღათალიამ, ახაზიას დედამ, როცა დაინახა, რომ მოკვდა მისი ძე, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო მოდგმა.
11
აიყვანა იეჰოშაბეყათმა, იორამ მეფის ასულმა, იოაში, ახაზიას ვაჟი, თავის ძიძასთან ერთად, რადგან იეჰოშაბეყათი, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლი, ახაზიას და იყო, და საწოლ ოთახში გადამალა ღათალიასაგან და ვერ მოკლეს იგი.
12
და ექვს წელიწადს იმალებოდა იოაში მათთან ღვთის სახლში, ვიდრე ღათალია ქვეყნის დედოფალი იყო.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36