bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 25
2 Chronicles 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
1
25 წლისა იყო ამაცია, როცა გამეფდა, და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადინი, იერუსალიმელი ქალი.
2
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით.
3
და, როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი,
4
მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცია, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო, და შვილები – მამების გამო, არამედ ყველა თავისი დანაშაულის გამო უნდა მოიკლას.“
5
და შეკრიბა ამაციამ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. და აღრიცხა 20 წლის ასაკს გადაცილებულნი და გამოვიდა 300 ათასი ლაშქარში გამსვლელი რჩეული ვაჟკაცი, და ფარ-შუბოსანი.
6
ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისაგან 100 ათასი მამაცი მებრძოლი.
7
და მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფეო, ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არც ერთთან ეფრემის ძეთაგან.
8
მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.“
9
და უთხრა ამაციამ ღვთის კაცს: „ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს?“ და თქვა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.“
10
და გამოაცალკევა ამაციამ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ ადგილას.
11
და ძალი მოიცა ამაციამ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისაკენ და 10 ათასი სეყირის ძე ამოხოცა.
12
10 ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდას ძეთ. და აიყვანეს კლდის თავზე და გადმოყარეს კლდიდან. და ყველანი ერთიანად დაიხოცნენ.
13
ხოლო ლაშქარი, რომელიც ამაციამ უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე და 3 ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს.
14
და, როცა დაბრუნდა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ, წამოიღო სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. და სცემდა მათ თაყვანს და უკმევდა.
15
და განურისხდა უფალი ამაციას და მოუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს თავისი ხალხი შენი ხელიდან?“
16
და როცა ამას ეუბნებოდა, უპასუხა მეფემ: „რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე, რომ თავი არ მოაკვლევინო!“ გაჩერდა წინასწარმეტყველი და თქვა: „ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ეს გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.“
17
და ითათბირა ამაციამ, იუდას მეფემ, და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.“
18
და შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციას, იუდას მეფეს: „ლიბანის ძეძვმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ძეს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის ნადირმა და გადათელა კვრინჩხი.
19
შენ ამბობ: ‘ედომი დავამარცხე,’ და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, რატომ ატეხე შფოთი? შენც დაეცემი და შენთან ერთად იუდაც.“
20
ყური არ ათხოვა ამაციამ, რადგან ღმერთს ასე უნდოდა, რომ მტერს ჩავარდნოდა ხელში, რადგან ედომელთა ღმერთებს შეუდგა.
21
და გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი ამაციამ და იუდას მეფემ ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.
22
და დამარცხდა იუდა ისრაელის ძეებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ.
23
ხოლო ამაცია, იუდას მეფე, ძე იოაშისა, ძისა იეჰოახაზიასა, შეიპყრო იოაშმა, ისრაელის მეფემ, ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს, და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე 400 წყრთის სიგრძეზე.
24
და გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძურიც. და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიაში.
25
ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზიას ძის, სიკვდილის შემდეგ 15 წელი იცოცხლა ამაციამ, იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
26
ამაციას დანარჩენი საქმეები – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
27
მას შემდეგ, რაც ამაცია უფალს განუდგა, იერუსალიმი აუჯანყდა მას და მან თავი ლაქიშს შეაფარა. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
28
და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამათა გვერდით იუდას ქალაქში.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36