bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 3
2 Chronicles 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 4 →
1
და შეუდგა სოლომონი უფლის ტაძრის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალმა უჩვენა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე.
2
სოლომონი შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
3
აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით 60 წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – 20 წყრთა.
4
სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად, 20 წყრთა იყო, სიმაღლით – 120. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოჭედა.
5
კვიპაროსის ხის პანელები შემოაკრა დიდ დარბაზს, საუკეთესო ოქროთი მოფურცლა და ზედ ფინიკები და ჯაჭვები მოაჭედინა.
6
ძვირფასი ქვებით დაამშვენა დარბაზი. ოქრო კი სულ ფარვაიმული იყო.
7
ოქროთი მოჭედა დარბაზი ძელები, ზღურბლები, კედლები და კარებები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.
8
და გააკეთა წმიდათა წმიდა. მისი სიგრძე, სახლის სიგანის შესაბამისად, 20 წყრთა იყო, და სიგანეც 20 წყრთა და 600 ტალანტი საუკეთესო ოქროთი დაფარა იგი.
9
ლურსმნები, წონით ხუთი შეკელი, ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი მოჭედა.
10
წმიდათა წმიდაში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი მოჭედა ისინი.
11
ქერუბიმების ფრთები სიგრძით 20 წყრთა იყო, ერთის ფრთა ხუთი წყრთა იყო და ოთახის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.
12
მეორე ქერუბიმის ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და დარბაზის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და პირველი ქერებუმის ფრთას ეხებოდა.
13
ამ ქერუბიმების ფრთები 20 წყრთაზე იყო გაშლილი, ისინი ფეხზე იდგნენ და სახე დარბაზისაკენ ჰქონდათ მიქცეული.
14
და გააკეთა ლურჯი ფარდა, ძოწეული და მეწამული ნართისაგან, და ბისონისაგან, და ზედ ქერუბიმები გამოსახა.
15
სახლის წინ 30 წყრთის სიმაღლის ორი სვეტი დადგა, თითოეულს თავზე ხუთწყრთიანი ბუღაური ედგა.
16
და დაწნა ჯაჭვები და ბუღაურებზე მიამაგრა. გააკეთა 100 ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა.
17
ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას – ბოყაზი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36