bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 10
2 Chronicles 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
1
და წავიდა შექემში რეხობოყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელიანობა მის გასამეფებლად.
2
როცა ეს ამბავი შეიტყო იერობოყამ ნებატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისაგან იყო გაქცეული, უკან დაბრუნდა ეგვიპტიდან.
3
შეუთვალეს და დაიბარეს იგი. და მოვიდა იერობოყამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რეხობოყამს:
4
„უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადგა, და დაგემორჩილებით.“
5
ხოლო მან უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.“ და წავიდა ხალხი.
6
რჩევა ჰკითხა მეფე რეხობოყამმა უხუცესებს, რომლებიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“
7
ელაპარაკნენ მას და უთხრეს: „თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან ისინი.“
8
არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და რჩევა მოყმეთ ჰკითხა, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ.
9
და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქე მამაშენმა რომ უღელი დაგვადგაო?“
10
და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ უნდა შეგვიმსუბუქოო; მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა თითი.
11
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ მას! თუ მამაჩემი შოლტებითა გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით-თქო.“
12
და მივიდნენ იერობოყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხობოყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: „სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან.“
13
და მკაცრი პასუხი გასცა მათ მეფემ: ყური არ ათხოვა მეფე რეხობოყამმა უხუცესთა რჩევას.
14
მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა მათ და უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ; ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით.“
15
არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოყამ ნებატის ძისათვის, ახია შილოელის პირით.
16
და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!“ და წავიდ-წამოვიდა ისრაელი თავ-თავის კარვებში.
17
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხობოყამს.
18
და გაგზავნა მეფე რეხობოყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრებთა უფროსი, მაგრამ ქვით ჩაქოლეს ისრაელიანთ, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა მეფე რეხობოყამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა.
19
და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა დღემდე.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36