bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 7
2 Chronicles 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 8 →
1
როგორც კი დაასრულა სოლომონმა ლოცვა, ცეცხლი გადმოეშვა ზეციდან და შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები, და უფლის დიდებამ აავსო სახლი.
2
ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო სავსე უფლის სახლი.
3
როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხენ, ქვაფენილზე და თაყვანი სცეს, და მადლობდნენ უფალს, „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!“
4
და შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა.
5
და შესწირა სოლომონმა 22 ათასი ხარი და 120 ათასი ცხვარი. ასე აკურთხეს მეფემ და მთელმა ერმა ღვთის სახლი,
6
მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის მიერ გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეოხებით; მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით, და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
7
და განწმიდა სოლომონმა უფლის ტაძრის შუა ეზოც, რადგან მიიტანა იქ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის ლურთები, რადგან სოლომონის გაკეთებულმა ბრინჯაოს სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი და ლურთები.
8
შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა მაშინ სოლომონმა. მთელი ისრაელი – დიდძალი ხალხი – შეიკრიბა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე.
9
მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს კურთხევას და შვიდ დღეს – დღესასწაულს.
10
მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს – თავის ერს.
11
და დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. და ყოველივე გულუხვად გაიღო უფლის ტაძრისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.
12
ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.
13
თუ ცას დავხშავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
14
და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ზეციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს ქვეყანას.
15
ახლა თვალს დავიჭერ და ყურს მივაპყრობ ლოცვა-ვედრებას ამ ადგილიდან რომ აღევლინება.
16
ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის მარად სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველ ცისმარე დღეს ჩემი თვალი და გული,
17
თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი, დადიოდა, და ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, თუ დაიცავ ჩემს წესსა და სამართალს,
18
განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს, აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში.
19
მაგრამ თუ განმიდგებით და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
20
ამოვძირკვავ ისრაელიანთ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც განვწმიდე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემს თვალთაგან, საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხთა შორის.
21
და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ერთდროს აღზევებულ ამ სახლს, გაოგნდება და იტყვის: ‘ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?’
22
და უპასუხებენ: ‘რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ, ამიტომ დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.’“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36