bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 30
2 Chronicles 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 31 →
1
და შეუთვალა ხიზკიამ მთელს ისრაელს და იუდას, წერილები მისწერა ეფრემსა და მანაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისათვის, ისრაელის ღმერთისათვის, პასექის გასამართად.
2
და გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.
3
რადგან იმჟამად არ შეეძლოთ თავის დროზე გადახდა, რაკი მღვდლები არ იყვნენ განწმედილნი საკმარისი რაოდენობით, და ჯერ არც ხალხი იყო თავმოყრილი იერუსალიმში.
4
სწორად ჩათვალეს ეს მეფემ და მთელმა კრებულმა.
5
და დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში, ბეერ-შებაყიდან დანამდე, რომ მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისათვის, ისრაელის ღმერთისათვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ ჰქონდათ გადახადილი იმ დროს, როცა დაწესებული იყო.
6
და მოიარეს მალემსრბოლელებმა მეფისა და მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს ხალხს: „ისრაელიანებო, დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისააკის და ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, რაც აშურის მეფეთა ხელს გადაურჩით.
7
ნუ იქნებით თქვენი მამებისა და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თავიანთი მამების ღმერთს და, როგორც ხედავთ, მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად.
8
ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი, თქვენი მამების მსგავსად; დაემონეთ უფალს, მოდით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.
9
თუ დაუბრუდნებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები მათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, თქვენი ღმერთი. ზურგს აღარ შეგაქცევთ, თუ დაუბრუნდებით მას.“
10
და დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მანაშესა და ზებულუნის ქვეყანაში, მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ.
11
მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მანაშესა და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს.
12
იუდაზეც იყო ღვთის ხელი მათზე, რათა ერთი ფიქრი ჰქონოდათ, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისამებრ.
13
და დიდძალი ხალხი მოაწყდა იერუსალიმს მეორე თვეს უფუარობის დღესასწაულზე. მრავლის უმრავლესი იყო კრებული.
14
და ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო. ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველს უკმევდნენ, აიღეს და კიდრონის ხევში გადაყარეს.
15
და დაკლეს საპასექო კრავი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. და შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, განიწმიდნენ და სრულადდასაწველი მიიტანეს უფლის სახლში.
16
და დადგნენ თავ-თავის ადგილას მათი წესისამებრ, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები აპკურებდნენ სისხლს, რომელსაც ლევიანთა ხელიდან იღებდნენ.
17
მრავლად იყვნენ კრებულში განუწმედელნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა საპასექო კრავები ყველა გაუწმიდურებულისთვის, რათა უფლისათვის განეწმიდათ ყველა გაუწმიდურებული.
18
თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემისგან, მანაშესგან, ისაქარისგან და ზებულუნისგან არ განწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, წერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის ხიზკიამ: „სახიერმა უფალმა მიუტეოს ყველას,
19
ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა უფალი ღმერთი, თავისი მამების ღმერთი, თუმცა კი საწმიდრის წესით არ განწმედილა.“
20
და უსმინა უფალმა ხიზკიას და მიუტევა ხალხს.
21
ისრაელიანთ და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული დიდის სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის სადიდებელი საკრავებით.
22
გულითადად ელაპარაკა ხიზკია ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
23
და გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს,
24
რადგან ხიზკიამ, იუდას მეფემ, კრებულისთვის გაიღო ათასი ზვარაკი და 7 ათასი ცხვარი, მთავრებმა გაიღეს კრებულისთვის ათასი ზვარაკი, 9 ათასი ცხვარი, და განიწმიდა მრავალი მღვდელი.
25
და ხარობდა იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი.
26
ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონის, დავითის ძის, ისრაელის მეფის დღეების მერე არ ყოფილა იქ.
27
და წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი, მოსმენილ იქნა მათი ხმა, და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფელამდე ზეცაში.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36