bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 4
2 Chronicles 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 5 →
1
და გააკეთა ბრინჯაოს სამსხვერპლო სიგრძით 20 წყრთა, სიგანით 20 წყრთა,
2
და ჩამოასხა ბრინჯაოს ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, 30 წყრთა ლარი სწვდებოდა გარს.
3
ეს ზღვა იდგა ხარების ქანდაკებებზე, რომლებიც ათ წყრთაზე ორ რიგად გარს ერტყმოდა მას და მასთან ერთ მთლიანობაში იყო ჩამოსხმული.
4
იმ თორმეტ ხართაგან სამი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, სამი – დასავლეთისკენ, სამი – სამხრეთისკენ, სამი – აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
5
სისქე ერთი ნები ჰქონდა, პირზე კანტი შემოავლო თასივით; გაშლილ შროშანს მიემგვანებოდა; 3 000 ბათს იტევდა ის.
6
და გააკეთა ათი საბანელი. ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – მარცხენაზე, რომ მათში განბანილიყვნენ, – და სრულადდასაწველ საკლავსაც მასში ავლებდნენ. ხოლო ზღვა მღვდელთა განბანისთვის იყო განკუთვნილი.
7
და გააკეთა ათი ოქროს სასანთლე მათი ფორმის შესაფერისი და ტაძარში დაალაგა – ხუთი მარჯვნივ და ხუთი – მარცხნივ.
8
და გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დააწყო. – ხუთი მარჯვნივ და ხუთი – მარცხნივ. და გააკეთა ოქროს 100 ფიალა.
9
და მოაწყო მღვდელთა ეზო, და დიდი ეზო, და ეზოს კარები, და ბრინჯაოთი მოჭედა ისინი.
10
ზღვა მარჯვენა მხარეს დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
11
და გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები და ფიალები. და მოამთავრა სოლომონის სამუშაო ღვთის სახლში.
12
ორი სვეტი და სვეტებზე დასადგმელი ბუღაურები, და ორი ცხაური ბუღაურებზე შემოსაკვრელად,
13
და 400 ბროწეული ცხაურებისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისათვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების მოსართავად.
14
და გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები დადგა.
15
ერთი ზღვა და 12 ხარი მის ქვეშ.
16
ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის ტაძრისათვის, მბზინვარე ბრინჯაოსა იყო.
17
იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის.
18
და გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი, ძალზე ბევრი, ისე, რომ არავინ იცოდა ბრინჯაოს წონა.
19
და გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომლებზედაც საწინაშეო პურები ეწყო;
20
ხალასი ოქროს სასანთლეები და ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ.
21
ყვავილები, ლამპრები და მაშები ოქროსი იყო, ყველაფერი ხალასი ოქროსი,
22
დანები, ფიალები, კოვზები, საცეცხლურები – ხალასი ოქროსი. ასევე ტაძრის კარები: წმიდათა წმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36