bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 35
2 Chronicles 35
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 36 →
1
გადაუხადა იოშიამ პასექი უფალს იერუსალიმში, და დაკლეს საპასექო კრავი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
2
დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეებზე და ამხნევებდა უფლის ტაძრის სამსახურისთვის.
3
და უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხი: „დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა. რად გინდათ მისი მხრებით ტარება? ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს, და მის ერს – ისრაელს.
4
მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის, განწესების მიხედვით და სოლომონის, მისი ძის, განწესების მიხედვით.
5
დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების – ერის შვილობის – მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასების მიხედვით.
6
დაკალით საპასექო კრავი და განიწმიდენით, და მოუმზადეთ ის თქვენს ძმებს, რათა მოსეს მიერ გადმოცემული უფლის სიტყვისამებრ მოიქცეთ.“
7
უბოძა იოშიამ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იყო, კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის – რიცხვით 30 ათასი და ზვარაკებიც 3 ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო.
8
და მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა – ღვთის სახლის წინამძღვრებმა – მღვდლებს საპასექოდ მისცეს 2600 კრავი და 300 ზვარაკი.
9
ქონანიამ, შემაყიამ, ნეთანელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა – ლევიანთა მთავრებმა – ლევიანებს საპასექო მსხვერპლად უძღვნეს 5 ათასი კრავი და 500 ზვარაკი.
10
ასე დაწესდა ღვთისმსახურება. და მღვდლები თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები – თავ-თავიანთ დასებში მეფის ბრძანების მიხედვით.
11
და კლავდნენ საპასექო კრავებს, მღვდლები სისხლს ხელით იღებდნენ ლევიანთაგან და აპკურებდნენ, და ლევიანები ატყავებდნენ.
12
და გამოაცალკევეს, რაც სრულადდასაწველისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი უფლისათვის, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე აკეთებდნენ ზვარაკების შეწირვისასაც.
13
შეწვეს საპასექო კრავი ცეცხლზე, წესის მიხედვით; ხოლო რაც გაწმედილი იყო ქვაბებსა და სიავებში მოხარშეს და სწრაფად ჩამოურიგეს ხალხს.
14
შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვისაც მოამზადეს; რადგან მღვდლები – აარონიანები – მწუხრამდე სწირავდნენ სრულადდასაწველსა და ლურთებს, ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის – აარონის ძეთათვის.
15
და მგალობელნი – ასაფის ძენი – თავის ადგილას იდგნენ, როგორც დაწესებული იყო დავითის, ასაფის, ჰემანის და მეფის მხილველის იედუთუნის მიერ. კარისმცველნიც იდგნენ ყოველ კარში, მათ არ უხდებოდათ თავიანთი ადგილის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები მათთვისაც ამზადებდნენ.
16
ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადაეხადათ და სრულადდასაწველი აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიას ბრძანებისამებრ.
17
შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
18
სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არც ერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, როგორც იოშიამ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრალიენებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს.
19
იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი.
20
ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიამ მოაწესრიგა უფლის სახლი, გამოხდა ეგვიპტის მეფე ნექო, საომრად, მდინარე ევფრატზე, ქარქემიშთან და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად.
21
მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შემოუთვალა: „რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წამოვსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო, ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.“
22
პირი არ იბრუნა მისგან იოშიამ და შეიჭურვა მის წინააღმდეგ საომრად; არ შეისმინა ღმერთისგან შთაგონებული ნექოს სიტყვები; და გავიდა მეგიდოს ველზე საომრად.
23
სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიას და დაჭრეს. უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.“
24
ჩამოსვეს მისმა მსახურებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავისი მამების სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იგი.
25
გამართა გოდება იერემიამ იოშიაზე. ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს, და აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
26
იოშიას დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი,
27
და მისი საქმენი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36