bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 14
2 Chronicles 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 15 →
1
და განისვენა აბიამ თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ასა გამეფდა, მისი ძე. ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა.
2
კეთილად იქცეოდა და სწორად იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში:
3
მოშალა უცხო ღმერთების სამსხვერპლოები და მაღლობები, შემუსრა ქანდაკებები და აჩეხა აშერები.
4
და უთხრა იუდას, გამოეძია უფალი, თავისი მამების ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები.
5
და გააუქმა იუდას ყველა ქალაქში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები. და მოისვენა სამეფომ მის ხელში.
6
და ააგო იუდაში გამაგრებული ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა.
7
და უთხრა იუდას: „ავაშენოთ ეს ქალაქები და გარს გალავნები, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ჩვენი ღმერთი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა.“ და დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ.
8
ასას ჯარი ჰყავდა: 300 ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და 240 ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.
9
და წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასჯერ ათასიანი ჯარით, 300 ეტლით და მარეშას მოადგა.
10
და გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ საომრად და დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას ახლოს.
11
და უხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე, უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლებს კაცი!“
12
და შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.
13
და გაედევნენ ასა და მასთან მყოფი ხალხი, გერარამდე. და დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი, რადგან გატყდნენ უფლის წინაშე და მისი მხედრობის წინაშე; და დიდძალი ნადავლი იგდო იუდამ ხელთ.
14
და გაანადგურეს ქალაქები გერარის ირგვლივ, რადგან უფლის შიშმა მოიცვა ის მხარე. და გაძარცვეს ყველა ქალაქი იუდაელებმა, რადგან იქ ბევრი იყო საალაფო.
15
პირუტყვის სადგომებიც გაანადგურეს, და უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36