bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 29
2 Chronicles 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 30 →
1
ხიზკია 25 წლისა გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული.
2
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, იქცეოდა.
3
მან თავისი მეფობის პირველი წლის პირველივე თვეში გააღო უფლის ტაძრის კარებები და განაახლა ისინი;
4
და მოიყვანა მღვდლები და ლევიანები და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი.
5
და უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის, სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.
6
რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტად იქცეოდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის, თვალში და მიატოვეს იგი, პირი აარიდეს უფლის სავანეს და ზურგი შეაქციეს,
7
დაგმანეს კარიბჭის კარებები და ჩააქრეს სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმიეს და აღარც სრულადდასაწველი აღუვლინეს საწმიდარში ისრაელის ღმერთს.
8
უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და სამარცხვინოდ იქცა, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.
9
აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ძენი და ასულნი და ცოლები ტყვეებად არიან ამის გამო.
10
ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა.
11
ჩემო შვილებო, ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმევლები ყოფილიყავით.“
12
და ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიას ძე – კოჰათის ძეთაგან; მერარის ძეთაგან: კიში, ძე ყაბდისა, და ყაზარია, ძე იეჰალელელისა; გერშონის ძეთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე;
13
ელიცაფანის ძეთაგან: შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან: ზაქარია და მათანია;
14
ჰემანის ძეთაგან: იეხიელი და შიმეყი; იედუთუნის ძეთაგან: შემაყია და ყუზიელი.
15
და შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის ტაძრის დასასუფთავებლად.
16
და შევიდნენ მღვდლები უფლის სახლში, რათა გაეწმიდათ, და გამოხვეტეს ყოველგვარი უწმიდურება, რაც კი უფლის ტაძარსა და მის ეზოში ნახეს. და გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ, კიდრონის ხევში გადასაყრელად.
17
პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს გაწმენდა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ და რვა დღე წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს.
18
და შევიდნენ მეფე ხიზკიასთან და მოახსენეს: „გავასუფთავეთ, უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურების მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი;
19
ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში შეაგინა თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით და აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ის.“
20
დილაადრიანად ადგა მეფე ხიზკია, შეკრიბა ქალაქის მთავრები და უფლის სახლში ავიდა.
21
შვიდი ზვარაკი, შვიდი ვერძი, შვიდი კრავი და შვიდი ვაცი მიიყვანეს სამეფოს, საწმიდრისა და იუდას ცოდვისთვის, და აარონის ძეთ – მღვდლებს – უბრძანა მათი აღვლენა უფლის სამსხვერპლოზე.
22
და დაკლეს ზვარაკები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს აპკურეს; და დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს აპკურეს; და დაკლეს კრავები და სისხლი სამსხვერპლოს აპკურეს.
23
და მორეკეს ცოდვის განტევების ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დააწყვეს მათ.
24
და დაკლეს ისინი მღვდლებმა და განწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისათვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლის აღვლენა.
25
და დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ებნებითა და ქნარებით, დავითისა და გადის – მეფის მხილველის – და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მის წინასწარმეტყველთაგან.
26
ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.
27
და გასცა ბრძანება ხიზკიამ, რომ აღევლინათ სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავითის, ისრაელის მეფის, საკრავების თანხლებით.
28
და მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდა. ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის აღვლენის დამთავრებამდე.
29
სრულადდასაწველს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
30
მეფე ხიზკიამ და მთავრებმა უთხრეს ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მხილველის სიტყვებით, და ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს.
31
და მიუგო ხიზკიამ და თქვა: „ახლა თქვენ უკვე ნაკურთხი ხართ უფლისათვის; მოდით და შემოსწირეთ საკლავები და სამადლობელო ძღვენი უფლის სახლში.“ და შესწირა კრებულმა საკლავები და სამადლობელო ძღვენი, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა – სრულადდასაწველიც.
32
იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: 70 ზვარაკი, 100 ვერძი, 200 კრავი; ყოველივე ეს უფლისათვის იყო სრულადდასაწველად.
33
სულ შეწირულ იქნა: 600 ზვარაკი და 3 ათასი ცხვარი.
34
ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და ვეღარ აუდიოდნენ ყველა სრულადდასაწველის გატყავებას, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინეობდნენ განსაწმედად, ვიდრე მღვდლები.
35
თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი სამშვიდობო მსხვერპლის ქონთან და სრულადდასაწველის საღვრელთან ერთად. და ასე აღდგა უფლის ტაძრის სამსახური.
36
და გაიხარა ხიზკიამ და მთელმა ერმა იმის გამო, რომ ასე განაწყო უფალმა ხალხი, რადგან ეს მოულოდნელად მოხდა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36