bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 33
2 Chronicles 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 34 →
1
12 წლისა იყო მანაშე, როცა გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში.
2
და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
3
მან კვლავ აღადგინა სამსხვერპლო მაღლობები, მამამისმა ხიზკიამ რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს; გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და ემსახურებოდა მათ.
4
ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: „იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი.“
5
აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის ტაძრის ორთავე ეზოში.
6
ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჯადოსნობდა, დაადგინა მესულთანეები და მჩხიბავები. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასარისხებლად.
7
და დადგა ჩამოსხმული კერპი ღვთის სახლში, იმ სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს,
8
აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამებს დავუდგინე, ოღონდ უნდა შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს მიერ რომ მიეცათ.“
9
მაგრამ აცდუნა მანაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე.
10
ელაპარაკა უფალი მანაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს.
11
ამიტომ მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მანაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბაბილონს წაიყვანეს.
12
გასაჭირში მყოფი მანაშე შეევედრა უფალს, თავის ღმერთს, და ძლიერ მოდრკა თავის მამათა წინაშე.
13
ილოცა ღმერთის მიმართ და მანაც შეივედრა იგი; შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში, დააბრუნა. მიხვდა მანაშე, რომ თვით ღმერთია უფალი.
14
ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა. და ჩააყენა მხედარათმთავრები იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.
15
მოაშორა უცხო ღმერთები და კერპები უფლის ტაძარს, ასევე ყველა საკერპო, უფლის ტაძრის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქგარეთ გადაყარა.
16
განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელო მსხვერპლი, და უბრძანა იუდაელთ, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.
17
მაგრამ ხალხი მაინც სამსხვერპლო მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს.
18
მანაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19
და მისი ლოცვა და როგორ უსმინა მას უფალმა, და მთელი მისი ცოდვები და უკეთურება, რასაც აკეთებდა, სამსხვერპლო მაღლობები რომ მოაწყო და აშერები და კერპები რომ აღმართა, ყველაფერი (თვით იქამდე, ვიდრე მოინანიებდა), ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
20
განისვენა მანაშემ თავის მამებთან, და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა.
21
22 წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.
22
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მანაშე იქცეოდა. მამამისის მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და ემსახურებოდა.
23
აღარ მოდრკა უფლის წინაშე, როგორც მანაშე, მამამისი, მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაულები.
24
შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მსახურნი და თავისავე სახლში მოკლეს იგი.
25
ხალხმა ამოწყვიტა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია, გაამეფა.
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36