bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 11
2 Chronicles 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 12 →
1
და მივიდა რეხობოყამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდას და ბენიამინის მთელი სახლი – 180 ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს რეხობოყამისათვის მეფობის დასაბრუნებლად.
2
და გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
3
„უთხარი რეხობოყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს:
4
ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საომრად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი.’“ და ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოყამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
5
რეხობოყამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხესიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
6
მან გაამაგრა: ბეთლემი, ყეტამი და თეკოაყი,
7
ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
8
გათი, მარეშა, ზიფი,
9
ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
10
ცორყა, აიალონი, ხებრონი – გამაგრებული ქალაქები – იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
11
და გაამაგრა ეს ციხესიმაგრეები, და ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.
12
და ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.
13
მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაელში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.
14
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოყამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.
15
და დაიყენა იერობოყამმა მღვდლები გორაკებზე, ციკნებისათვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთებინა.
16
მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ იერუსალიმში, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, თავიანთი მამების ღმერთისათვის.
17
და გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რეხობოყამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელიწადს დადიოდა იგი დავითისა და სოლომონის გზით.
18
რეხობოყამმა ცოლად შეირთო მახალათი, რომლის მამა იყო იერიმოთ დავითის ძე, დედა კი – ელიაბ იესეს ძის ასული აბიხაილი.
19
და შეეძინა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
20
მის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული, რომელმაც მას უშვა: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
21
რეხობოყამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა მაყაქა, აბესალომის ასული (მას 18 ცოლი და 60 ხარჭა ჰყავდა. და შეეძინა 28 ვაჟი და 60 ქალი).
22
და დააყენა ძმებში უფროსად რეხობოყამმა აბია, მაყაქას ვაჟი, რადგან მისი გამეფება ეწადა.
23
გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. და უხვად მისცა სარჩო და მრავალი ცოლი შერთო.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36