bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 8
2 Chronicles 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 9 →
1
ოცი წლის თავზე, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის ტაძრისა და თავისი სახლის შენება,
2
გააშენა მან ის ქალაქებიც, რომლებიც ხურამმა მისცა მას, და ისრაელიანები ჩაასახლა იქ.
3
და გაილაშქრა სოლომონმა ხამათ-ცობაზე და დაიპყრო იგი.
4
გააშენა თადმორი უდაბნოში და ყველა ის სამარაგო ქალაქი, ხამათში რომ დააფუძნა.
5
გააშენა ზემო ბეთ-ხორონი და ქვემო ბეთ-ხორონი, თავისი გალავნებით, კარიბჭეებითა და ხანდაკებით გამაგრებული ქალაქები;
6
ბაყალათი და სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს; საეტლო ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი გაშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანსა და მთელ თავის სახელმწიფოში.
7
ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ხეთელთაგან, ამორეველთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
8
და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
9
ისრაელიანთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს თავის ბეგარაზე, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მცველთა მეთაურებად, თავისი ეტლებისა და მხედრების მეთაურებად.
10
250 კაცი ჰყავდა მეფე სოლომონს ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც ხალხს უძღვებოდნენ.
11
ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან გადაიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა: „არ უნდა ცხოვრობდეს ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა ის ადგილი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა.“
12
მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის სრულადდასაწველის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო,
13
რათა როგორც ეს ჩაწერილი იყო მოსეს რჯულში, მსხვერპლის ყოველდღიური აღვლენა; დაცვა შაბათებისა და ახალმთვარობებისა და წელიწადში სამი დღესასწაულისა: უფუარობის, შვიდეულთა და კარვობის ზეიმისა.
14
დავითის, თავისი მამის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები მათს მსახურებაში, ლევიანები მათს სამსახურში, რათა სადიდებელი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა.
15
არ უღალატიათ მეფის ბრძანებისათვის, რომელიც ეხებოდა მღვდლებსა და ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურებს.
16
ასე ჰქონდა სოლომონს აწყობილი ყველა საქმე, საძირკვლის ჩაყრიდან დაწყებული, ვიდრე უფლის სახლი ბოლომდე არ გასრულდა.
17
მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონ-გებერსა და ელოთში, ედომის ქვეყანაში.
18
ხურამმა თავის მსახურთა ხელით ხომალდები და თავისი ზღვისმცოდნე მსახურნი გაუგზავნა და ჩავიდნენ ისინი სოლომონის მსახურებთან ერთად ოფირში, და 450 ტალანტი ოქრო წამოიღეს იქიდან და მეფე სოლომონს მოუტანეს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36