bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 13
2 Chronicles 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 14 →
1
იერობოყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
2
იგი სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, დედამისი იყო მიქაია, ურიელის ასული, გიბეყადან. და იყო ომი აბიასა და იერობოყამს შორის.
3
აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან 400 ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოყამი კი მათ წინააღმდეგ საომრად 800 ათასი რჩეული მეომრით გამოვიდა.
4
და დადგა აბია ცემარაიმის მწვერვალზე, ეფრემის მთებში რომ არის, და თქვა: „მისმინეთ, იერობოყამ და მთელო ისრაელო!
5
განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს საუკუნო აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე საუკუნოდ?
6
და მაინც აღდგა იერობოყამ ნებატის ძე, დავითის ძის, სოლომონის მსახური, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ.
7
და შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და გამაგრდნენ რეხობოყამის, სოლომონის ძის წინააღმდეგ. რეხობოყამი ყმაწვილი იყო და გულდედალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ.
8
ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია? თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, იერობოყამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ.
9
განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები – აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად მღვდლები გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხებლად მოდის ხბოთი და შვიდი ვერძით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება.
10
ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი, გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები საქმეზე დგანან.
11
დილა-საღამოს უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, შესაწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეებზე, ღამ-ღამობით რომ ენთოს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.
12
აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მჭექარე საყვირები თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად; ისრაელის ძენო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამების ღმერთთან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.“
13
ამასობაში იერობოყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვით იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.
14
თვალი მოავლო იუდამ, და აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.
15
საომარი კიჟინა დასცეს იუდაელებმა. და როდესაც კიჟინა დასცეს, ღმერთმა დაამარცხა იერობოყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.
16
და გაექცნენ ისრაელიანები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი.
17
და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით, 500 ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.
18
და მოდრკნენ ისრაელიანები, ხოლო იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
19
და გაედევნა აბია იერობოყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრონი თავისი დაბებით.
20
და ვეღარ მოიკრიბა იერობოყამმა ძალა აბიას დღეებში, და დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი.
21
აბია კი განმტკიცდა და 14 ცოლი შეირთო. და შეეძინა 22 ძე და 16 ასული.
22
აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36