bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 17
2 Chronicles 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
1
მის ნაცვლად მისი ძე იოშაფატი გამეფდა. ძალა მოიკრიბა ისრაელიანთა წინააღმდეგ იოშაფატმა.
2
და ჩააყენა ჯარი იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო.
3
და უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალები არ უძებნია.
4
და ეძიებდა თავისი მამის ღმერთსა და მის მცნებებს ასრულებდა და არ იქცეოდა ისრაელიანთა მსგავსად.
5
და გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.
6
და გული მიეცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
7
თავისი მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაია იუდას ქალაქების დასამოძღვრად.
8
მათ თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობ-ადონია და მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი.
9
და მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. და მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.
10
უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.
11
ფილისტიმელთ იოშაფატთან მოჰქონდათ ძღვენი და ვერცხლით იხდიდნენ ხარკს; ასევე არაბებსაც მოჰყავდათ 7 700 ვერძი და 7 700 ვაცი.
12
და თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. და ააშენა იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
13
დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში, და მებრძოლი ხალხი, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა იერუსალიმში.
14
აჰა, მათი ჩამონათვალი მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა 300 ათასი მაგარი ვაჟკაცი;
15
მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას 280 ათასი ჰყავდა;
16
მის მერე იყო ამასია, ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო 200 ათასი მაგარი ვაჟკაცი;
17
ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად 200 ათასი ფარ-შუბოსანი კაცი;
18
მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად 180 ათასი აღჭურვილი მებრძოლი.
19
აჰა, ისინი, ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, მათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36