bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 2
2 Chronicles 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 3 →
1
და ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელზე და სამეფო სასახლისა თავისთვის.
2
და აღრიცხა სოლომონმა 70 ათასი მტვირთავი, 80 ათასი ქვის მფლეთელი მთებში და 3600 მათი ზედამხედველი.
3
და შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ცორის მეფეს: „როგორც დავითთან, მამაჩემთან, აკეთებდი და კედარის ხე-ტყეს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, რომელშიც ის ცხოვრობდა, –
4
აჰა, მე მსურს უფლის, ჩემი ღმერთის, სახელზე სახლი ავაშენო, მის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურების მუდამჟამს მისართმევად, სრულადდასაწველის აღსავლენად დილა-საღამოს, შაბათობით, ახალ მთვარობასა და ჩვენი უფლის დღესასწაულებზე, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.
5
და ის სახლი, უფლისათვის რომ მსურს ავაშენო, დიდი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია.
6
ვის შესწევს ძალი, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა უფალს ცანი და ცათა-ცათანი ვერ იტევენ? ან მე ვინა ვარ, რომ შემეძლოს მისი სახლის აშენება? გარდა მის წინაშე, საკმევლის საკმევი ალაგისა?
7
ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომლებიც დავითმა, მამაჩემმა, მოამზადა.
8
ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხე-ტყე, კვიპაროსის და სანდალოზის მორები, რადგან ვიცი, რომ შენმა მსახურებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი ხალხი შენს ხალხთან ერთად იქნება,
9
რათა უხვად დამიმზადონ ხე-ტყე, რადგან სახლი, მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა იყოს.
10
აჰა, ვაძლევ ტყის მკაფავებს, შენს მუშებს, ხე-ტყეს რომ მიმზადებენ, 20 ათასი ქორ ხორბალს, 20 ათას ქორ ქერს, 20 ათას ბათ ღვინოსა და 20 ათას ბათ ზეთს.“
11
და უპასუხა ხურამმა, ცორის მეფემ, წერილით, რომელიც გამოუგზავნა სოლომონს: „რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მის მეფედ.“
12
კიდევ ეს მოსწერა ხურამმა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ძე უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისთვის და სამეფო სასახლეს თავისთვის.
13
ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს – ხურამ-აბის, ჩემს მრჩეველს,
14
დანელი ქალის ძეს, მამით ცორელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, ქვის, ხის, ძოწეულის და ლურჯი ნართების, სელისა და ყირმიზის დამუშავება; იცის ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.
15
ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მსახურთ რომ შეჰპირდა.
16
ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხე-ტყეს, რამდენიც დაგჭირდება, და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იაფოსაკენ, იქიდან კი იერუსალიმს აზიდეთ.“
17
და აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად მამამისის, დავითის აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო, და აღმოჩნდა 153600 კაცი.
18
მათგან 70 ათასი მტვირთავად გაამწესა, 40 ათასი – ქვის მფლეთელად მთაში, 3600 – ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36