bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 36
2 Chronicles 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
1
გამოიყვანა ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, და მამამისის ნაცვლად გაამეფა იერუსალიმში.
2
იოახაზი 23 წლისა იყო, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში;
3
გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში და დააკისრა ქვეყანას 100 ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.
4
ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა, ელიაკიმი, გაამეფა იუდაში და იერუსალიმში, და იეჰოიაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა.
5
იეჰოიაკიმი 25 წლისა იყო, როცა გამეფდა და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში.
6
მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები ბაბილონში წასაყვანად.
7
და წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის საკერპოში, ბაბილონში.
8
იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა, და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.
9
იეჰოიაქინი 18 წლისა იყო, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა ის უფლის თვალში.
10
ხოლო წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბრძანა მისი გადაყვანა ბაბილონში და უფლის ტაძრის ძვირფასი ჭურჭლის გადატანა, ხოლო იუდასა და იერუსალიმზე მისი ძმა, ცედეკია, გაამეფა.
11
ცედეკია 21 წლისა იყო, როცა გამეფდა, და 11 წელიწადი იმეფა იერუსალიმში.
12
იგი უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში, და არ მოდრკა იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც მას იმას ელაპარაკებოდა, რაც მისთვის უფალს ჰქონდა ნათქვამი.
13
და განუდგა იგი მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ, რომ მოქცეულიყო.
14
ასევე იუდას ყველა დიდებული და მღვდლები, და ხალხი მრავალს სცოდავდნენ წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალობაზე, და ბილწავდნენ უფლის ტაძარს, რომელიც გაწმინდა მან იერუსალიმში.
15
უფალი, მათი მამების ღმერთი, ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ერი და თავისი სამყოფელი.
16
მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ხალხს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.
17
და მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდრის სახლში; არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა – ყველანი მის ხელში ჩაყარა.
18
ღვთის სახლის მთელი ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის ტაძრის განძეულობა, მეფისა და მთავრების განძეულობითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა.
19
გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.
20
მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა და გახდნენ მისი და მის ძეთა მსახურნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე,
21
ვიდრე აღსრულდებოდა უფლის სიტყვა იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავის შაბათებს იზეიმებსო. მთელს გაუკაცრიელების ხანაში შაბათობდა, ის, ვიდრე 70 წელი არ შესრულდა.
22
სპარსეთის მეფის, კიროსის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით:
23
„ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მათი ღმერთი, იყოს მათთან და ავიდნენ ისინი იქ!“
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36