bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 23
2 Chronicles 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 24 →
1
მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და დაუკავშირდა ასისთავებს: ყაზარია იეროხამის ძეს, ისმაელ იეჰოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასეია ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს.
2
და წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და ისრაელის ტომთა მთავრები და იერუსალიმში მოვიდნენ.
3
აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. და უთხრა მათ იეჰოიადაყმა: „აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის ძეებზე.
4
აი, რა უნდა გააკეთოთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან;
5
ერთი მესამედი მეფის სასახლეში იქნება; ერთი მესამედი – საძირკვლის კარიბჭეში, დანარჩენი ხალხი კი – უფლის ტაძრის ეზოებში.
6
არავინ შევიდეს სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს.
7
და გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში, და, ვინც ტაძარში შევა, უნდა მოიკლას. იყავით მეფესთან შესვლისას და გამოსვლისას.“
8
ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და ყოველმა იუდაელმა, როგორც იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა მათ; წაიყვანეს თავ-თვისი ხალხი შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამომსვლელებთან ერთად, რადგან იეჰოიადაყ მღვდელს არ გაუუქმებია დღითი-დღედი მსახურება.
9
და დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში,
10
და დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავისი იარაღით ხელში, ტაძრის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან, მეფის ირგვლივ.
11
და გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს გვირგვინი და მისცეს მოწმობა. და გაამეფეს იგი და სცხეს იეჰოიადაყმა და მისმა ძეებმა და თქვეს: „იცოცხლოს მეფემ!“
12
და შემოესმა ღათალიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და ადიდებდნენ მეფეს, და გავიდა ხალხთან უფლის ტაძრისაკენ.
13
და, აჰა, დაინახა შესასვლელთან თავის სვეტთან მდგარი მეფე; მეფის გვერდით მისი მხედართმთავრები და მესაყვირენი იყვნენ, ქვეყნის მთელი ხალხი ხარობდა და საყვირებს უბერავდა; მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვნიდნენ. და დაიპო სამოსელი ღათალიამ და იყვირა: „ღალატია, ღალატი!“
14
და გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, მხედართმთავრები და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ და ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით!“ – რადგან იფიქრა: „უფლის ტაძარში არ მოკლანო.“
15
გზა მისცეს და, როცა მივიდა ტაძრის ცხენთა კარიბჭესთან, იქ მოკლეს.
16
და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავის თავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ.
17
და შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს თავისი სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ.
18
უფლის ტაძრის საქმენი იეჰოიადაყმა იმ ლევიან მღვდლებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა სიხარულითა და გალობით უფლისთვის სრულადდასაწველის შესაწირად, როგორც მოსეს რჯულში სწერია, დავითის განაწესის მიხედვით.
19
და ჩააყენა მცველები უფლის ტაძრის კარებში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არავინ შესულიყო.
20
და წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ერი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, და დასვეს მეფე სამეფო ტახტზე.
21
და გამხიარულდა ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღათალია მახვილით მოკლეს.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36