bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 6
2 Chronicles 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 7 →
1
მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა.
2
სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.“
3
პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. და ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
4
და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა:
5
‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი, და არც არავინ ამირჩევია ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად,
6
მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’
7
გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე.
8
და უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: ‘კარგია, რომ გულში გაქვს ჩემს სახელზე სახლის აშენება,
9
მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’
10
და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი.
11
და დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანთ რომ დაუდო.“
12
და დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისაკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო, –
13
რადგან სოლომონმა გააკეთა ბრინჯაოს კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა, და შედგა მასზე, და მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ზეცისკენ,
14
და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი სხვა ღმერთი, არც ცაში და არც ქვეყნად, შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.
15
შენ შეუნახე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, და დღეს შენმა ხელებმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
16
ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ გამოგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.’
17
ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემს, დავითს რომ უბრძანე.
18
ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს დედამიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?
19
მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური,
20
რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური.
21
და ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას, ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.
22
თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებენ მას, და ეს ფიცი აღსრულდება შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,
23
მაშინ მოუსმინე ზეციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღას.
24
თუ დამარცხდება შენი ერი, ისრაელი, შენი მტრის მიერ, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,
25
მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს; დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი.
26
როცა დაიკეტება ცა და აღარ იწვიმებს შეცოდების გამო, შენს წინაშე რომ ჩაიდინეს, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
27
მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, რომლითაც სიარული მართებთ, და აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიეცი შენს ერს.
28
თუ შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან: თუ მტერი შემოადგება ქვეყანას მის კარიბჭეებს, ან: რაიმე უბედურება, თუ სნეულება,
29
ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება ადამიანისგან და მთელი შენი ერისგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისაკენ,
30
ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე; მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ შენ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გულები,
31
რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი.
32
იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერიდან, ისრაელიდან, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და შემართული მკლავის გამო, და მოვა და ილოცებს ამ ტაძართან.
33
ისმინე ზეციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის, მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე.
34
როცა მტერთან საომრად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზეც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი ამ ქალაქისაკენ პირშემოქცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე,
35
მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.
36
როცა შეგცოდებენ, – რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, – განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
37
გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ,’
38
და როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირმოქცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
39
მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩინე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა.
40
ახლა კი, ღმერთო ჩემო, თვალღია იყავ და ყურმახვილი ამ ადგილას ლოცვის მიმართ;
41
ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისაკენ, შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა, და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.
42
უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მსახურის, მიმართ სიქველენი.“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36