bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 28
2 Chronicles 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 29 →
1
20 წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. სწორს არ აკეთებდა უფლის თვალში, მამამისის, დავითის, მსგავსად არ იქცეოდა;
2
დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით და ბაყალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა;
3
და საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე; და ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
4
მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ძირას.
5
და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. და დაამარცხეს იგი, და მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.
6
ფეკახ რემალიას ძემ ერთ დღეში 120 ათასი ამოხოცა იუდაში – ყველა კარგი ვაჟკაცი, რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი.
7
ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა უფლისწული მაყასეია, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის შემდეგ პირველი კაცი.
8
და ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა თავიანთ მოძმეთაგან 200 ათასი ქალი, ძე და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი.
9
იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. და გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამების ღმერთი, იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა.
10
ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდას ძენი და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე?
11
ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.“
12
წინ აღუდგნენ ეფრემის ძეთა თავკაცები: ყაზარია იეჰოხანანის ძე, ბერექია მეშილემოთის ძე, ხიზკია შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ომიდან დაბრუნებულთ,
13
და უთხრეს: „ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს, რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.“
14
და მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი მხედართმთავრებისა და კრებულის წინაშე.
15
და ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოჰკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარით; შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სახედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხომდე, ფინიკების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ.
16
იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის,
17
და კვლავ მოვიდნენ ედომელები, და დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს.
18
ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს და დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გედეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმნა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ.
19
ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, იუდას მეფის, გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს.
20
და მიუხდა მას თილგათ-ფილნესერი, აშურის მეფე, და დახმარების ნაცვლად შეავიწროვა იგი.
21
რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად.
22
თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი.
23
და მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რაკი ფიქრობდა, რომ მათ დასცეს იგი, და ამბობდა: „არამის მეფეთა ღმერთები ეხმარებიან არამელთ, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიან.“ მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ გამზადებულნი.
24
და მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და მთლიანად დალეწა, და დაკეტა უფლის სახლის კარებები, და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში.
25
იუდას ყველა ქალაქში მაღლობები მოაწყო კერპებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
26
დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი ნამოქმედარი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
27
და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დამარხეს იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ ჩაუსვენებიათ. მის ნაცვლად კი მისი ძე, ხიზკია, გამეფდა.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36