bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 31
2 Chronicles 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 32 →
1
ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, გაჩეხეს აშერები, დაანგრიეს მაღლობები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მანაშეში – ერთიანად. და დაბრუნდა ყველა ისრაელიანი თავ-თავის სამკვიდრებელში, თავის ქალაქში.
2
და დააყენა ხიზკიამ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავისი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად ან ლევიანებად სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად, უფლის ბანაკის კარიბჭეში საქებრად და სადიდებლად.
3
და დააწესა მეფემ წილი თავისი ქონებიდან, სრულადდასაწველისათვის: სრულადდასაწველისათვის დილისა და სრულადდასაწველისათვის მწუხრისა და სრულადდასაწველთათვის შაბათებისა და ახალმთვარობებისა და დღესასწაულებში, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
4
და უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული,
5
როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანთ მარცვლეულის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის მოსავლის პირველნაყოფი, და სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს.
6
იუდას ქალაქებში მცხოვრებმა ისრაელიანებმა და იუდაელებმა ასევე მორეკეს მეათედი ცხვარ-ძროხისა და მოიღეს მეათედი შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანი ღმერთისთვის ჰქონდათ მიძღვნილი. მოიტანეს და გროვად დაახვავეს.
7
მესამე თვეში დაიწყეს შეგროვებულის დახვავება და მეშვიდე თვეში დაამთავრეს.
8
და მოვიდნენ ხიზკია და მთავრები, და ნახეს ხორაგი და აკურთხეს უფალი და მისი ერი – ისრაელი.
9
ჰკითხა ხიზკიამ მღვდლებსა და ლევიანებს ხორაგის თაობაზე.
10
და უთხრა მას ყაზარია მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის პირველმა კაცმა: როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.
11
და თქვა ხიზკიამ, ბეღლები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს.
12
და შეზიდეს ბეღლებში ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანია, მისი ძმა შიმეყი მეორე კაცი იყო.
13
იეხიელი, ყაზაზია, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქია. მახათი და ბენაია მეთვალყურენი იყვნენ ქონანიასა და შიმეყის, მისი ძმის, ხელქვეით, მეფე ხიზკიასა და ყაზარიას, უფლის ტაძრის წინამძღვრის ბრძანებით.
14
კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და წმიდათა წმიდა შეწირულობა.
15
მის ხელქვევით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იესო, შემაყია, ამარია, შექანია, რომ პატიოსნად გაენაწილებინათ მოძმეთათვის, მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის,
16
გარდა საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მომსვლელისა ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის მათი თანამდებობისდა მიხედვით,
17
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, 20 წლის ასაკს გადაცილებულ ლევიანთათვის, მათი თანამდებობისა და დასების მიხედვით.
18
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისთვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისთვის, რადგან პატიოსნად განიწმიდნენ წმიდა მსახურებისათვის.
19
ხოლო აარონის ძეთათვის – მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ, ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის.
20
ასე გააკეთა ხიზკიამ მთელ იუდაში, და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე.
21
ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36