bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 18
2 Chronicles 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 19 →
1
უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა იგი ახაბს.
2
რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ახაბთან სამარიაში და მრავალი ცხვარ-ძროხა დაუკლა ახაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდნენ. და მან დაიყოლია იგი გალაადის რამოთზე გასალაშქრებლად.
3
და უთხრა ახაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: „წამომყვები გალაადის რამოთზე?“ და უთხრა: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ბრძოლაში.“
4
და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს, რას იტყვის უფალი.“
5
და შეკრიბა ისრაელის მეფემ ოთხასამდე წინასწარმეტყველი და უთხრა მათ: „გავილაშქროთ გალაადის რამოთზე, თუ თავი შევიკავოთ?“ უთხრეს: „გაილაშქრე, ღმერთი მეფის ხელში ჩაყრის მათ.“
6
და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხო?“
7
უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. ის არის მიქაია იმლას ძე.“ თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე მეფე.“
8
და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია იმლას ძე.“
9
ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის ტახტებზე, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
10
და გაიკეთა ცედეკია ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით შენ ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.’“
11
ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი მას.“
12
ასე ეუბნებოდა მიქაიას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი, შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს; შენცა თქვი რამ სასიკეთო.“
13
და თქვა მიქაიამ: „უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.“
14
და მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ თქვა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.“
15
და უთხრა მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?“
16
და უთხრა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული, და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ მათ, დაე მშვიდობით დაუბრუნდნენ თავ-თავიანთ სახლებს.’“
17
და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“
18
და თქვა მიქაიამ: „აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი, და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში – მარჯვნივ და მარცხნივ.
19
და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს?’ ერთი ერთს ამბობდა, მეორე – მეორეს.
20
და გამოვიდა სული, და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ და უთხრა უფალმა: ‘რითი?’
21
და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მის წინასწარმეტყველთა ბაგეებში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.’
22
აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“
23
მიეჭრა ცედეკია ქენაყანას ძე და სილა გააწნა მიქაიას, და უთხრა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?“
24
და თქვა მიქაიამ: „მაშინ ნახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალად.“
25
და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარით მიქაია და მიჰგვარეთ ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს.
26
და უთხარით, ასე ამბობს-თქო მეფე: ‘საპყრობილეში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’“
27
და თქვა მიქაიამ: „თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „ხალხნო, ისმინეთ ყველამ!“
28
და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.
29
და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საომრად. ჩაიცვი შენი სამოსელი.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ საომრად.
30
არამის მეფემ უბრძანა ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“
31
და როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს: ეს უნდა იყოსო ისრაელის მეფე. და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და შეღაღადა იოშაფატმა და უფალი შეეწია – ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი.
32
და როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
33
ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.“
34
და გახურდა ომი იმ დღეს და დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36