bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Chronicles 24
2 Chronicles 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 25 →
1
შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყელი.
2
სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში.
3
ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა, და შეეძინა ძენი და ასულნი.
4
ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის ტაძრის შეკეთება.
5
და შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი აკრიბეთ წლიდან წლამდე უფლის ტაძრის შესაკეთებლად, დააჩქარეთ ეს საქმე!“ მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
6
და დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისაგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის კრებულმა დაადგინეს სადღესასწაულო კარვისათვის?“
7
რადგან ურჯულო ღათალიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი და უფლის ტაძრის მთელი შემოწირულობა ბაყალებს მოახმარეს.
8
და ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი ყუთი და დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ,
9
და გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რაც მოსემ, ღვთის მსახურმა, დაუწესა ისრაელიანთ უდაბნოში ყოფნისას.
10
და გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. და მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
11
როცა ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ, რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ ყუთს, მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე აკეთებდნენ ყოველ ცისმარე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
12
და აბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის ტაძრის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი ქირაობდნენ ქვისმთლელებსა და ხუროებს უფლის ტაძრის გასამაგრებლად.
13
და იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. და აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.
14
როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. და დაამზადეს მისგან ტაძრისთვის ჭურჭლეული – სამსახურებელი და სრულადდასაწველისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ სრულადდასაწველს უფლის სახლში.
15
და დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით, და მოკვდა. 130 წლისა იყო, როცა მოკვდა.
16
და დამარხეს იგი დავითის ქალაქში, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის.
17
იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ.
18
და მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.
19
და მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.
20
ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ შემაღლებაზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.“
21
აუჯანყდნენ ზაქარიას და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის ტაძრის ეზოში.
22
და არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ძე. და როცა კვდებოდა, თქვა: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!“
23
წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. და მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24
მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამათა ღმერთი. და მსჯავრი დასდეს იოაშს.
25
და როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, აუჯანყდნენ მას მისი მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლი რომ აეღოთ და თავისსავე საწოლში მოკლეს. და მოკვდა იგი და დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26
აჰა, მის წინააღმდეგ აჯანყებულნი: ზაბადი, ძე შიმეყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა.
27
მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცვლად ამაცია, მისი ძე, გამეფდა.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36